არსებობს კი ბუნებაში ასეთი კაცი? როგორი უნდა იყოს იდეალური ქმარი? ეს კითხვა ქალებს ხშირად აბნევს. არსებობს კი ბუნებაში ასეთი კაცი?
სხვადასხვა ტიპისა და გემოვნების ქალს იდეალური მამაკაცის სხვადასხვა სტერეოტიპი აქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ზოგიერთი თვისება ყველა ქალისთვის სანატრელია. რომელია ეს თვისებები, ანუ როგორია ქალის თვალით დანახული იდეალური ქმარი?
ერთგული
ყველა ქალი უნიკალურია, მაგრამ ყველა მათგანს ერთნაირად სურს, რომ მისი მეუღლე ერთგული და საიმედო ადამიანი იყოს. ქალის წარმოდგენით, რაც არ უნდა მოხდეს, იდეალურმა კაცმა მეორე ნახევარს ბოლომდე უნდა უერთგულოს. ასეთი კაცი საკუთარ საქციელზე ყოველთვის პასუხს აგებს და დანაპირებსაც ასრულებს.
მზურნველი
ყველა ქალს მოსწონს, როცა ქმარს არა მარტო უყვარს, არამედ ზრუნავს კიდეც მასზე და მძიმე წუთებში გვერდით უდგას. ასეთი კაცი ყოველთვის მზადაა, დახმარება გაგიწიოთ და პრობლემები შეგიმსუბუქოთ.
ძლიერი ხასიათით
ზემოჩამოთვლილი თვისებების ქონა იმას არ ნიშნავს, რომ კაცი ძლიერი არ უნდა იყოს და პრინციპული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. მარტო კუნთებშიც არ არის საქმე, ნებისყოფა არ უნდა ღალატობდეს, პასუხისმგებლობის აღება უნდა შეეძლოს და საკუთარ ოჯახს ძლიერი ჯავშანივით იცავდეს.
დიდსულოვნება
დიდსულოვნების და სიკეთის გარეშე ჩამოთვლილ თვისებებს რა ფასი აქვს. მან შებრალებაც იცის და პატიებაც შეუძლია. გულთან ახლოს მიაქვს ცოლის ნათესავების პრობლემები და, რა თქმა უნდა, ქალზე ხელს არსოდეს აღმართავს.
პატიოსანი
ამქვეყნად ყველაზე მამაცი და სიმპათიური მამაკაციც კი ვერ იქნება იდეალური, თუ პატიოსანი არაა. ქალები ხომ ვერ იტანენ ტყუილს, ყოველ შემთხვევაში, როცა მათ ატყუებენ. ურთიერთობაში გულწრფელობასა და პატიოსნებას ვერაფერი ჩაანაცვლებს.
მამაცი
ქალებს უყვართ, როცა ქმარი მათთვის ქვის კედელივით საიმედო დამცველია. მას ოჯახის დაცვა ყველაფრისგან უნდა შეეძლოს.
გულუხვი
ფული ურთიერთობაში მთავარი არ არის, მაგრამ ძუნწ კაცზე უფრო აუტანელი არსება ქალისთვის არ არსებობს. გულუხვობა ძალიან ამშვენებს ძლიერ სქესს.
ოპტიმისტი
ქმარი, რომელსაც მომავლის რწმენა აქვს და ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად მისდის, ცოლსაც სტიმულს აძლევს და ოჯახის წინსვლისთვისაც ბიძგისმიმცემია. შეიძლება პრობლემები მასაც ჰქონდეს, მაგრამ ხვალინდელი დღის იმედი მხნეობას უნარჩუნებს. ქალები გიჟდებიან ძლიერი სქესის ამ თვისებაზე.
გაბედული
იდეალური ქმარი გადაწყვეტილებებს სწარაფად იღებს. ყოყმანში დროს არ დაკარგავს. შეიძლება გადაწყვეტილებაში შეცდეს, მაგრამ ამაზეც მზადაა, პასუხისმგებლობა აიღოს და შეცდომებიც გამოასწოროს.
ინიციატივის მქონე
ასეთი კაცი ყველა ქალს მოსწონს, რაც მთავარია, ინიციატივას ქალები ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში მოელიან.
ამ თვისებებზე თვალის გადავლების შემდეგ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იდეალური ქმარი არ არსებობს, მაგრამ მოდით, ნუ იჩქარებთ. შეიძლება უბრალოდ, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ წვრილმანებში ბევრი ეს თვისება, უბრალოდ, გამოგეპარათ. თან ერთიც გაითვალისწინეთ - იდეალური მამაკაცის კიდევ ერთი თვისება სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. ანუ თუ თქვენს რჩეულს ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი თვისება აკლია, აცადეთ, გამოსწორების დრო წინ აქვს.