ამ წესებით უნდა იხელმძღვანელონ წყვილებმა, მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ეს ის წესებია, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ წყვილებმა, მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობების შესანარჩუნებლად.
საჭირო არ არის სიჩქარე
სიყვარულის პირველი გაელვება შეიძლება ძალზე კაშკაშა იყოს, თან ამ დროს ხომ ვენებში ბედნიერების ქიმია ბობოქრობს. ამ დროს შესაძლოა გაუცნობიერებლად მიიღოთ დაქორწინების სპონტანური გადაწყვეტილება - ეს ხომ ერთადერთი საშუალებაა შინაგანი ზეიმის შენარჩუნებისათვის. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველაფერი პირიქითაა. გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ემორის უნივერსიტეტში, დაამტკიცა, რომ რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე ხვდება წყვილი ერთმანეთს შეუღლებამდე, მით მეტი შანსი აქვთ ერთად დარჩენის. თუ ვიმსჯელებთ ციფრებით - წყვილები, რომლებიც 3 წელი და მეტ ხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს, 39%-ით ნაკლებად შორდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისი ურთიერთობაც 1 წელსა და მეტს ითვლიდა.
არ ღირს ქორწილზე თანხის დახარჯვა
საქორწილო სამზადისს და ქორწილს უძველესი ტრადიცია აქვს. ახალგაზრდა წყვილის გარემოცვა და ზოგჯერ ახალგაზრდებიც დიდი და გრანდიოზული ქორწილის მომხრენი არიან: "ყოველდღე ხომ არ ვქორწინდებით“, “რით ხართ მეზობლებზე ნაკლები?“ და ა.შ. იგივე გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათ შორის, ვინც სოლიდური თანხადახარჯა ქორწილსა და საქორწინო ბეჭდებში, 30%-ით უფრო ხშირი იყო განქორწინება, ვიდრე მოკრძალებული ქორწილის შემთხვევაში. ამას ერთ-ერთი მარტივი ახსნა აქვს (სხვა მიზეზებთან ერთად): მალე იწურება გადანახული თანხა. ახალგაზრდების ცხოვრებაში ვალი და კრედიტი შემოდის. ფული ხდება უთანხმოების მიზეზი, რასაც ოჯახის დანგრევასთან მივყავართ.
ჩაეხუტეთ ერთმანეთს
წყვილები, რომლებსაც ერთად სძინავთ, ბედნიერები არიან მათზე, ვისაც ცალ-ცალკე სძინავთ. ჰარტფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს წყვილების ძილის მდგომარეობები და აღმოაჩინეს, რომ 94% წყვილებმა, რომლებმაც კონტაქტში გაატარეს ღამე, თავი სცნეს ბედნიერად. 68% კი მათ შორის, ვისაც ცალ-ცალკე სძინავს, უბრალოდ კმაყოფილი იყო ურთიერთობით.
ნუ დაივიწყებთ მადლობის თქმას
უბრალო „გმადლობ“- ამყარებს ურთიერთობას. წყვილებს უკეთესად ესმით ერთმანეთის, გრძნობენ საყვარელი ადამიანის ყურადღებასა და მზრუნველობას. ამ სიტყვის დადებითი ეფექტი განპირობებული ყოფილა ჰორმონ ოქსიტოცინის გამომუშავებით. ეს არის მიჯაჭვულობისა და მზრუნველობის ჰორმონი. ყურადღება გამოიჩინეთ ერთმანეთის მიმართ, რთული ხომ არ არის მოუმზადოთ საყვარელ ადამიანს ფინჯანი ყავა ან ჩაი. სწორედ ასეთი წვრილმანი ამყარებს თქვენს ურთიერთობას.
მუდამ შეყვარებული მდგომარეობა
ძნელია შეინარჩუნო მუდამ შეყვარებულის მდგომარეობა, როცა ცხოვრებისეული სირთულეები და ყოველდღიურობა თავის წესებს გვკარნახობს. თუმცა ყველაზე მყარ ურთიერთობებსაც კი სჭირდება განახლება და ახალ-ახალი ემოციები. გამოცდილი ხალხი გვირჩევს, არ დავივიწყოთ ერთმანეთისთვის სიყვარულის ახსნა, დადებითი ემოციების გამოხატვა, სიურპრიზების გაკეთება, მეცნიერები კი ამბობენ - სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ. ყურადღება და დადებითი ემოცია ერთმანეთის მისამართით წყვილმა არ უნდა დაიშუროს.
საღად შეაფასეთ თქვენი კავშირი
ფსიქოლოგები გვირჩევენ, პირდაპირ ვუთხრათ ჩვენს რჩეულს სათქმელი და სურვილები, რათა როდესაც უკან მოვიხედავთ, არ გვქონდეს უკმარისობის შეგრძნება. დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც ქორწინებაში იმყოფებიან, უფრო ხშირად აღწევენ კარიერულ წარმატებას, ვიდრე მარტოხელები. მათ კარგი ჯანმრთელობა, სოციალური კავშირები და მყარი ფსიქიკა აქვთ. მეცნიერები ამბობენ, რომ ქორწინებაში მყოფ წყვილებსა და უბრალოდ ერთად მცხოვრებ წყვილებს შორის განსხვავება თაფლობის თვის დამთავრებისთანავე იკვეთება.
არ არის საჭირო ეძებოთ „მონათესავე სული“
მეცნიერების აზრით, ადამიანები რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ ურთიერთობებს მაინც ბედი განაგებს, თითქოს წინასწარ მზად არიან წარუმატებლობისთვის. სინამდვილე ხომ ყოველთვის შეუსაბამოა ფანტაზიასთან. სწორად გათვალეთ თქვენი ურთიერთობები შორეული მოგზაურობისთვის, რომელიც სავსე იქნება წინააღმდეგობებით და სიძნელეებით. ასეთ შემთხვევაში განვლილი წლები არ დაგიტოვებენ მწუხარებას აუხდენელი ოცნებების გამო. ხანგრძლივი ურთიერთობა - განაჩენი არ არის.
იმისათვის, რომ გახდე მშობელი - საჭიროა სურვილი
დიდი სურვილი უნდა გქონდეს, რათა ბავშვი იყოლიო, ან უნდა ფლობდე საპატიო ჯილდოს გერქვას „მშობელი“.
მთავარია სიკეთე
ხანგრძლივი ურთიერთობები აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, და რაც ყველაზე მთავარია - სიკეთესა და დიდსულოვნებაზე. ასე თვლიან ამერიკელი ოჯახის ფსიქოლოგები ჩეტა ჯონი და ჯული გოტმენები. თავიანთ შეხედულებას ისინი 40-წლიანი მუშაობის სტაჟით ამყარებენ. თავიანთი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე ისინი რეკომენდაციას აძლევენ ახალბედა წყვილებს, ყურადღება მიაქციონ თავიანთ ქცევას უთანხმოების დროს. ოჯახური ჩხუბის დროს ძალიან „ადვილია“ აწყენინო საყვარელ ადამიანს. ეცადეთ უკმაყოფილება გამოთქვათ კეთილი ნოტებით - ამით ნამდვილად არ მიაყენებთ ზიანს თქვენს ურთიერთობას.