ყველაზე მყარი ურთიერთობები იმათ აქვთ, ვინც ერთმანეთს სკოლაში ან უნივერსიტეტში შეხვდა? ალბათ შეგინიშნავთ, რომ ყველაზე მყარი ურთიერთობები იმათ აქვთ, ვინც ერთმანეთს სკოლაში ან უნივერსიტეტში შეხვდა. ამას თავისი მიზეზი აქვს:
1. ურთიერთობა დაიწყეთ ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ ფაზაში
შესაძლოა, იმ პერიოდში თქვენ ბრეკეტებს ატარებდით, არ იცოდით მაკიაჟის გაკეთება და თუ მაშინ მოგეწონათ ერთმანეთი, ეს უკვე სამუდამოდ გაგრძელდება.
2. იცით, თუ რა შესაძლებლობები გაქვთ თითოეულ თქვენგანს
თქვენ ერთმანეთს სკოლის მერხიდან ხედავდით და აკვირდებოდით, როგორ ვითარდებოდა პარტნიორის ცხოვრება სწავლის შემდგომ. შეიძლება ითქვას, მასზე იცით ყველაფერი! ამიტომაც შეგიძლიათ დატკბეთ ერთმანეთის წარმატებით, რომელსაც წლების განმავლობაში მიაღწიეთ.
3. იმდენად კარგად გესმით ერთმანეთის, რომ ხანდახან სიტყვებიც ზედმეტია
თქვენ იცით მისი ქცევის შესახებ ყველაფერი. ისწავლეთ უსიტყვოდ მისი გაგება. ხშირად ერთნაირადაც აზროვნებთ.
4. უამრავი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ თავიდან შეგიყვარდეთ იგი
ყველა ურთიერთობაში ხდება აღმაფრენა და ვარდნა. როცა დაბლა ეშვებით, იცით, რომ მყარი საყრდენი გელოდებათ.
5. ბრძოლაშიც იგივე ხდება
ჩხუბი და არგუმენტები გარდაუვალია, მაგრამ როდესაც ასე მდიდარი საერთო ისტორია გაგაჩნიათ, იცით, როდის უნდა შეწყვიტოთ.
6. იცით ყველაფერი ერთმანეთის ახირებებზე
არ გჭირდებათ ჰკითხოთ: "როგორ ხარ?", რათა მიხვდეთ, რას გრძნობს იმ წუთას თქვენი პარტნიორი, რადგან უკვე შეისწავლეთ მისი ხასიათი ქცევის, სუნთქვისა და ჟესტების მიხედვით.
7. უამრავი საერთო მოგონება გაქვთ
შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი ბავშვობის მოგონებები. ამასთან, პარტნიორი კარგად გაგიგებთ და თქვენთან ერთად გაეცინება მათზე, რადგან ამ ყველაფრის თვითმხილველი იყო. განაგრძეთ კითხვა