მამაკაცებმა ის რეალური მიზეზები დაასახელეს, რის გამოც ღალატობენ საყვარელ ქალებს ჟურნალმა "კოსმოპოლიტენმა" 200-ზე მეტი მამაკაცი გამოკითხა იმის გასარკვევად, თუ რატომ ღალატობენ კაცები ქალებს. მამაკაცებმა, რომელთაგან ზოგმა აღიარა, რომ ღალატობს მეორე ნახევარს, სხვებმა კი თქვეს, არ ვღალატობთო, ღალატის ასეთი მიზეზები ჩამოთვალეს.
მამაკაცების 48%-მა ძირითად მიზეზად ემოციური დაუკმაყოფილებლობა დაასახელა. აღმოჩნდა, რომ მთავარი სულაც არ ყოფილა სექსი, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე. მხოლოდ 8%-მა თქვა, რომ სქესობრივი დაუკმაყოფილებლობის გამო ღალატობს ცოლს. უმრავლესობას კი სურს, ცოლი ყველაფერში უგებდეს, ზრუნავდეს მასზე, იზიარებდეს მის ემოციებს და ესმოდეს, როგორ სურს კაცს, ყველაფერი სწორად გააკეთოს.
მამაკაცების 66% გამოტყდა, რომ ღალატის შემდეგ თავს დამნაშავედ გრძნობს და გამოკითხულთა შორის სავსებით ჩვეულებრივი მამაკაცები იყვნენ, რომლებმაც აღიარეს, რომ ცოლისთვის უღალატიათ. 68%-მა ისიც თქვა, რომ არასოდეს უფიქრია, თუ ოდესმე ცოლს უღალატებდა, მაგრამ ეს მაინც მოხდა. თუმცა უმრავლესობას ამის გამო სინდისი ქენჯნის. ასე რომ, თუ კაცი ამბობს, არასოდეს მომიტყუებიაო, ეს მთლად დასაჯერებელი არ არის, უბრალოდ, ქალი უნდა ეცადოს, რომ ეს მაინც არ მოხდეს.
გამოკითხულთა 77% იმიტომ ღალატობს ცოლს, რომ მათი მეგობრებიც ასე იქცევიან. ჩვევა მართლაც გადამდებია და თუ ძმაკაცები ღალატობენ ცოლებს, მაშინ მისთვისაც ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება და ნაკლებად მტკივნეულად უყურებს. თითქოს ქვეცნობიერად ეჩვევა და იწონებს ამ ფაქტს და მერე თავადაც ასე იქცევა.
მამაკაცების 40% კოლეგასთან ღალატობს ცოლს. იმიტომ, რომ თურმე ქალი, რომელთანაც კაცი მუშაობს, უფრო ხშირად აქებს პროფესიული მიღწევებისთვის და კომპლიმენტებს ეუბნება. ეს კი ის მიზეზია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობებში და რომელიც ასე სჭირდება მამაკაცს.
მამაკაცების მხოლოდ 12% ღალატობს ცოლს უფრო მომხიბვლელ ქალთან ურთიერთობის გამო. დიახ, მხოლოდ 12%. დანარჩენი იმიტომ სულაც არ ბედავს ღალატს, რომ უფრო მომხიბვლელ ან სექსუალურ ქალთან ერთად მოხვდეს ლოგინში, ვიდრე მისი მუდმივი თანამგზავრია. ის უბრალოდ ემოციურ კავშირს გრძნობს მასთან და სულაც არ აკეთებს ამას მხოლოდ ქალის გარეგნული მონაცემების გამო. ასე რომ, ფსიქოლოგები ქალებს აფრთხილებენ, იდეალური სხეულის დევნაში და სულ ფორმაში ყოფნაზე ფიქრში ნუ დაავიწყდებათ მამაკაცთან სულიერი და ემოციური სიახლოვე - ეს მას გაცილებით მეტად სჭირდება.
მხოლოდ 6-მა პროცენტმა უღალატა ცოლს პირველად ნანახ ქალთან. მამაკაცების 73-მა პროცენტმა აღიარა, რომ ნაკლებად ჰქონია შემთხვევითი კავშირები. უფრო ისეთ ქალთან უღალატია ცოლისთვის, ვისაც თვეები, ან შეიძლება წლებიც კი იცნობდა.