ხშირად ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ ემოციებს გარემოებებიდან გამომდინარე ხშირად ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ ემოციებს. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, ჩვენს უარყოფით განწყობას ახლობელი ადამიანების მიმართ გამოვხატავთ და ასე ვიცლებით უარყოფითი ემოციისგან. ეს ხშირად ისე ხდება, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ. ვტკენთ გულს ადამიანებს, რომლებიც ჩვენგან ამას არ იმსახურებენ.
მოლი მერფის ცხოვრებაში ცუდი პერიოდი იყო. დეპრესიით იტანჯებოდა და თავს საშინლად გრძნობდა. ახალი გათხოვილი იყო, საკუთარ პრობლემებში თავის მეუღლეს, ტიმს ადანაშაულებდა, რომელიც თურმე საერთოდ არ იყო დამნაშავე.
ერთ დღეს გოგონა სან-ფრანცისკოში გაემგზავრა და სახლში საშინელი განწყობით ჩამოფრინდა. აიღო ტელეფონი, მოემზადა ქმართან დასარეკად, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სწორედ მეუღლე დაედანაშაულებინა საკუთარ ცუდ განწყობაში... საძინებელში შევიდა და უცებ ყველაფერი თავდაყირა დადგა... მან ნახა უშველები გზავნილი, სარკეზე მარკერით დაწერილი. მისმა დანახვამ მოლი ტირილამდე მიიყვანა.
აი, რას წერდა ტიმი:
"15 მიზეზი. რატომაც მიყვარს ჩემი ცოლი:
1. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია;
2. ის არასდროს ნებდება;
3. ის მაძლევს დროს, მშვიდად ვიმუშაო სამსახურში ახალ პროექტებზე;.
4. ყოველდღე მაიძულებს გავიცინო;
5. ის ღვთაებრივია;
6. მან მიმიღო ისეთი, როგორც ვარ;
7. ის ყველაზე კეთილი ადამიანია მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ;
8. მას არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები აქვს;
9. ის ჩემთან ერთად სტრიპტიზ-კლუბში დადიოდა;
10. მან დიდი ტრაგედია გადაიტანა, მაგრამ არ დაუკარგავს კაცობრიობის ნდობა;
11. ყოველთვის მხარს მიჭერს, მათ შორის კარიერაშიც;
12. ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება, მაიძულებს გავაკეთო მისთვის ყველაზე მეტი;
13. საკუთარ კარიერაში წარმატებით მან საუკეთესო სამსახური მოიპოვა;
14. ის პატარა ცხოველივით ტირის;
15. ანათებს, როცა იცინის;"
წარწერების წაკითხვის შემდეგ გოგონა ცრემლებად დაიღვარა, რა თქმა უნდა, არაფერი წაშალა და ახლა ეს სარკე თავისი წარწერებით ყოველდღე ულამაზებს ცხოვრებას ამ წყვილს.
„შესაძლოა, ეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა სარკეზე, მაგრამ მე მათ ყოველდღე ვუყურებგაღვიძებისას და ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ. მე ვიცი, რომ მყავს საუკეთესო მეგობარი და ადამიანი, რომელიც დამეხმარება გადავლახო ყველა ცხოვრებისეული პრობლემა“.
ტიმი, ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. უბრალო დეტალით მან მეუღლეს გული გაუთბო, შევიდა მის მდგომარეობაში, მონახა ურთიერთობის შენარჩუნებისთვის გამოსავალი, ეს სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია.