მეც არანაკლები წვლილი მიმიძღვის ჩვენი ურთიერთობის დანგრევაში ის ნამდვილად არ იყოს მამაკაცი, ვისზეც ყველა ქალი ოცნებობს. ამას ჩვენი დაქორწინებიდან მალევე მივხვდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ მეც არანაკლები წვლილი მიმიძღვის ჩვენი ურთიერთობის დანგრევაში. ყოველთვის, როცა მას ვსაყვედურობდი, საკუტარი ენით ვანგრევდი ჩვენს ათწლიან ქორწინებას. ის კი წარბშეუხრელად იტყუებოდა. ჩაიკეტა, ნელ-ნელა დამშორდა და საკუთარ საქმეში თავით ჩაეფლო. დაშორებიდან პირველ თვეებში მისი დადანაშაულება ჩემი მთავარი აკვიატება იყო. დაუღალავად ვიმეორებდი: "როგორ გაბედა?" თითოეულ მის დანაშაულს ჩვენი ოჯახის დანგრევის მიზეზად ვასახელებდი და საკუთარ თავს ვიცოდებდი – საწყალი, დამთმობი, თავშეწირული და მრავალნატანჯი ცოლი. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ჩემმა ფსიქოლოგმა სალაპარაკოდ არ მიმიწვია და არ მაიძულა, ყველაფრისთვის სხვა თვალით შემეხედა. აღმოჩნდა, რომ იქ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც თავად მეჩვენებოდა. და აი, ჩემი მთავარი შეცდომები:
1. ჩემთვის პირველ ადგილზე შვილები იყვნენ
გიყვარდეს შვილები – სულაც არ არის რთული – ამისათვის მინიმალური ძალისხმევაა საჭირო. ქორწინება კი – სულ სხვა რამ არის. ის სამსახურია. როგორც კი ჩემს ჰორიზონტზე ეს სამსახური გამოჩნდებოდა, მე მაშინვე გავრბოდი სხვა საქმეების შესასრულებლად. როცა ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი ჩემთან ერთად სადმე ვერ წამოვიდოდა, შვილებთან ერთად ვგეგმავდი წასვლას. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მან სამსახური არჩია. როცა მე შვილებთან ერთად ლოგინში ვნებივრობდი, მეუღლე სამსახურში გვიანობამდე მუშაობდა. შედეგად, ჩვენ ვეღარასოდეს ვრჩებოდით მარტო.
2. მე არ ვუწესებდი მშობლებს ზღვარს
ისინი მოულოდნელად დაგვაცხრებოდნენ თავზე, ხან რაში გვეხმარებოდნენ, ხან რაში, ჩვენთან ერთად დასასვენებლადაც დადიოდნენ.
გაგრძელება