თემა, რომელიც ბევრი ცოლ-ქმრისთვის ნაცნობია დაქორწინებულ წყვილებში, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ინტიმური ურთიერთობა ხშირად მეორეხარისხოვანი ხდება. რეგულარული სექსის უქონლობა კი არა მხოლოდ ქალის, მამაკაცის ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება. ამჯერად იმ კვლევების შედეგებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც მამაკაცებს შორის ჩატარდა.
რატომ არის აუცილებელი, რომ მამაკაცს ჰყავდეს ცოლი, რომელიც ინტიმურ საკითხებში ყოველთვის აუბამს მხარს?
არაერთი კვლევის თანახმად დადგინდა, რომ მამაკაცს, რომელსაც კვირაში 2-3-ჯერ რეგულარულად აქვს სექსი ცოლთან, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადების რისკი მინიმუმდე უმცირდება. სხვათა შორის, საყვარლის ყოლა ინფარქტის რისკს არ ამცირებს - ფლორენციის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მამაკაცების სიკვდილიანობის მიზეზები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ სექსი "ცოლიუს ზურგს უკან", მძაფრი შეგრძნებების გარდა სტრესსაც იწვევს. შფოთვას "არავინ გამომიჭიროს" მიზეზით ნერვულ აღზნების გარდა დანაშაულის გრძნობაც მოჰყვება. ეს ყველაფერი ერთად კი ინფარქტის პროვოცირებას და ჰიპერტონიურ კრიზს იწვევს.
სექსის ნაკლებობა მამაკაცში სხვა დაავადებების მიზეზიც ხდება (რომ არაფერი ვთქვათ პროსტატიტზე). სამეცნიერო კვლევის თანახმად, უსექსოდ დარჩენილი მამაკაცი შეიძლება როგორც ნერვული აშლილობის, ასევე სტეოპოროზის მსხვერპლი გახდეს. გარდა ამისა, პენსილვანიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ რეგულარული სექსი "იმონუგლობულინ"-ს გამოჰყოფს, რაც იცავს მამაკაცს გაცივებისგან. მეცნიერების დასკვნით დგინდება, რომ სექსი მხედველობას აუმჯობესებს. სიახლოვის დროს თვალების მხრებისა და კისრის კუნთები დუნდება, დაღლილობა ქრება და სისხლიც კარგად მოძრაობს.
ასე, რომ, ქმრებისთვის ინტიმურ სიახლოვეზე უარის თქმა ბევრ რისკს შეიცავს. ხოლო თუ "თავი გტკივათ", მისი წამალიც სექსია, - ეს გერმანელმა ნევროპათოლოგებმა მრავალწლიანი კვლევის შედეგად დაამტკიცეს.