ფსიქოლოგების მიერ შედგენილი საყურადღებო სია თუ ეს მიზეზები გეცნობათ, ე.ი. დროა რაღაც შეცვალოთ, რადგან ფსიქოლოგების აზრით, სწორედ ისინი გვაუწყებენ ოჯახის მოსალოდნელი რღვევის შესახებ.
1. საღამოებს ერთად ატარებთ და არ ეკონტაქტებით მეგობრებს
- ცოლ-ქმრისთვის მნიშვნელოვანია დრო ერთმანეთის გვერდით გაატარონ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარი თქვათ მეგობრებთან შეხვედრაზე. ერთი ადამიანი ვერ უზრუნველყოფს ყველა ჩვენს სოციალურ მოთხოვნილებას. თუ თქვენ ზოგჯერ ხვდებით მეგობრებს და ერთობით - შესანიშნავია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს აძლევთ თავისუფალ სივცეს,რაც თქვენს ურთიერთობას უკეთესობისკენ შეცვლის, - ამბობს ფსიქოლოგი რაინ ჰოუსი (ა.შ.შ.).
წყვილისთვის მნიშვნელოვანია აშენონ მყარი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. მეგობრობა საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება სხვა ადამიანების ისტორიების ხარჯზე, რაც რეალურად დადებითად აისახება ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე.
2. არ აფასებთ შეხების მნიშვნელობას
თუ თქვენ იშვითად ეხებით ერთმანეთს, შესაძლოა უკვე მიაღწიეთ ურთიერთობის იმ სტადიას, როდესაც სიყვარულით კავდებით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: დაბადების დღეზე, ქორწინების წლისთავზე, ან ახალ წელს. "გილოცავთ, თქვენი ქორწინება საშიშ ფაზაშია შესული, - გვაფრთხილებს ოჯახის ფსიქოლოგი მელბურნიდან დებრა კემპბელი. - არავინ საუბრობს ყოველდღიურ სიგიჟეებსა და ვნებაზე. ხშირად უნდა შეახსენოთ მეორე ნახევარს, რომ იგი ძველებურად მიმზიდველი და სასურველია".
3. მეგობრების ცუდი ზეგავლენის ქვეშ ხართ
მნიშვნელივანია, რომ დაოჯახებულ ადამიანს ჰყავდეს მეგობრები, მაგრამ ცუდია, თუ სამეგობროში გყავთ წყვილი, რომლებიც "არასწორად" იქცევიან - ღალატობენ, ატყუებენ ერთმანეთს, მათი საქციელი შეიძლება აისახოს ცოლ- ქმრის ურთიერთობაზე მაშინაც, როდესაც ამას არ აცნობიერებთ.
"თუ თქვენი დაქალი გამუდმებით უკმაყოფილოა ქმრით და აქვს რომანი სხვა მამაკაცთან - მისი ქმედებები უარყოფითად აისახება თქვენი და თქვენი პარტნიორის თანაცხოვრებაზე (წარმოსახვით მაინც) და პირიქით - თუ თქვენს გარემოცვაში არიან წყვილები, რომლებმაც შეძლეს შეენარჩუნებინათ თბილი, ჯანსაღი ურთიერთობები, მათი მაგალითი მხოლოდ დაგეხმარებათ, თქვენს მეუღლესთან გქონდეთ კარგი ურთიერთობა ", - ამბობს ფსიქოთერაპევტი ლორა ჰეკი.
4. არ ინაწილებთ ოჯახურ მოვალეობებს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ წყვილები, სადაც ოჯახის საქმეები მხოლოდ ერთის ზურგზე გადადის, იშვიათად კავდებიან სექსით, ვიდრე ისინი, ვინც ერთნაირად ინაწილებს ოჯახურ საქმიანობას. "ურთიერთობებში მნიშვნელოვანია შეძლოთ მოლაპარაკება ერთმანეთში", - ამბობს რაინ ჰაუსი.
5. არ საუბრობთ ერთმანეთის ურთიერთობებზე
"თბილი და მჭიდრო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია სერიოზული საუბრები ერთმანეთთან, - ამტკიცებს ფსიქოლოგი ლიზ ჰიგინსი, - შეარჩიეთ დრო სასაუბროდ, დაუსვით კითხვები: "შემიძლია რამე გავაკეთო შენთვის? "როდის იგრძენი, რომ ყველაზე მეტად შენ მიყვარდი?". თავიდან უხერხულად იგრძნობთ თავს ასეთი შეკითხვების დასმით. შემდეგ იგრძნობთ, რომ ადვილად შეძლებთ წყენისა და გაღიზიანების გადატანას".
6. გგონიათ, რომ ერთმანეთის მეზობლები ხართ
"მეზობლის სინდრომი" - ქორწინების ჩუმი მკვლელია, როდესაც ცოლ- ქმარი გრძნობს, რომ ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში და მხოლოდ საერთო სახლი, გადასახადები და ბავშვები აერთიანებთ. "თუ ასეთ ხაფანგში მოექეცით, სასაწრაფოდ მოძებნეთ რაიმე, რაც დაგიბრუნებთ ენერგიასა და ლტოლვას", - ამბობს ლორა ჰეკი. აუცილებლად მოძებნეთ საქმიანობა, რომელიც ორივეს მოგწონთ - გადააადგილეთ ავეჯი, ერთად ისეირნეთ ველოსიპედით - მოიფიქრეთ ნებისმიერი რამ. მთავარია, ორივესთვის საინტერესო იყოს ეს საქმიანობა.