TOP სამი სუპერეჭვიანი ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
TOP სამი სუპერეჭვიანი ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდ ნაწილს რომ ეჭვიანობა ახასიათებს, ეს ახალი ამბავი არ არის. ბევრი "ჩუმი" ეჭვიანია და ამას მალავს, სხვა - საერთოდ არაფერზე არ ეჭვიანობს ან უბრალოდ გულგრილია, თუმცა არიან განსაკუთრებუად ეჭვიანი მამაკაცები. თუ ამ საკითხს ზოდიაქოს კუთხით შევხედავთ, ასეთ შედეგს მივიღებთ. მაშ ასე, ყველაზე ეჭვიანი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. დავიწყოთ:

ლომი – მისი ეჭვიანობა სიამაყის მაღალ კოეფიციენტს და გამოკვეთილ თავმოყვარეობას ეფუძნება. ლომს გულის სიღრმეში ღალატზე ფიქრიც კი ზარავს. იგი ამ ფაქტს უბრალოდ წარმოსახვაშიც არ დაუშვებს, თუმცა სწორედ ეს შიში აიძულებს მას
საყვარელ ადამიანს ზუსტი ანგარიში მოსთხოვოს რატომ დაიკარგა მთელი საათით ,როცა თქვა, რომ სულ რაღაც 45 წუთი გრძელდებოდა საქმიანი შეხვედრა. ვითომ არაფერი, მაგრამ აი, ის 15 წუთი ხიჭვივით რომ ესობა გულზე და რა ქნას ჯუნგლების მბრძანებელმა? დიახ, ლომი საოცრად ეჭვიანია, თუმცა თავად ამ გრძნობის აშკარად გამოხატვას ყოველთვის გაურბის და ერიდება. მით უმეტეს სახალხოდ. ღრიალი იცოცხლე ნებისმიერს უყვარს და გამოსდის ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ვისაც ჰქვია, მაგრამ იმიჯი და რეპუტაცია ეს ის თემაა, რომელსაც არც ერთი თავმოყვარე ლომი არ გადაახტება თავზე, თუნდაც ყველაზე მძაფრი ეჭვიანობის გამო.

მორიელი – მას შეუძლია საყვარელ ადამიანს, იმაზე დიდი ხნით
ადრე დაუწყოს დევნა და თვალთვალი, სანამ ეს უკანასკნელი მორიელი მამრის არსებობას აღმოაჩენს ჰორიზონტზე. მორიელი ყოველთვის თავად ირჩევს მსხვერპლს, დიახ დიახ არ მოგესმათ – მსხვერპლს! ქალი მორიელის ხელში ყოველთვის მსხვერპლია, რომელსაც აქვს ორი გზა ან დამორჩილდეს მას ნებაყოფლობით ან ეჭვიანობის მძაფრ ცეცხლში დაწვა მიესაჯოს. მორიელი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობისკენაა მიდრეკილი. იგი არამხოლოდ საყვარელი ქალის ფარულ თაყვანისმცემლებზე (აშკარას ვინ გაბედავს, თუ ორი თავი არ აქვს) ეჭვიანობს, არამედ ამ უკანასკნელის პროფესიული საქმიანობა, დაქალები და ოჯახის წევრებიც კი აღიზიანებს ხან. იმიტომ რომ ისინი საყვარელ არსებასთან გასატარებელ წუთებს ისაკუთრებენ და ართმევენ მას.

იხილეთ სრულად

2647
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი