TOP სამი სუპერ ეჭვიანი ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
TOP სამი სუპერ ეჭვიანი ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ ცოლს ახასიათებს ეჭვიანობის მომენტი. მაგრამ მათ შორის ყველაზე ყველაზე ეჭვიანებზე ვისაუბროთ და ისიც ავხსნათ, თუ საიდან მოდის ცოლების ეჭვიანობა ან როგორ და რა მეთოდით აჯობებს მასთან ბრძოლა.

კირჩხიბი – იშვიათი პანიკიორი და მესაკუთრეა. თავად ფიქრიც კი იმის შესახებ, რომ მისმა ქმარმა შეიძლება რომელიმე სხვა ქალისკენ გააპაროს სრულიად უწყინარი მზერა აბსოლუტურ შოკში აგდებს და წინასწარ უწყობს ამ უკანასკნელს დრამატულ ეჭვიანობის სცენებს, მრავალმხრივი სპეცეფექტების თანხლებით. ხშირად იგი სპეციალურად იწყებს წუწუნს და თავის შეცოდებას, რომ გასუქდა, მეუღლეს
ძველებურად აღარ უყვარს და ა.შ. საიმისოდ რომ ამ უკანასკნელმა მრავალსაათიანი ვადით უმტკიცოს მას საპირისპირო. სხვათაშორის მისი ესოდენ სასტიკი მეთოდები რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ხშირად სავსებით ეფექტურად მოქმედებს მამრზე. შესაბამისად, საკუთარი ცოლის ისტერიული ხასიათით შეშინებული ქმარი, კირჩხიბი ცოლის ღალატს იშვიათად გაივლებს გულში.

მორიელი – მისი ეჭვიანობა ყოვლისმომცველი და უკიდეგანოა. უბრალოდ იგი კარგად აკონტროლებს ამ ემოციის გარეგან გამოვლინებას. შესაბამისად, მას შესაძლოა გული ბოღმით ევსებოდეს, მაგრამ სახეზე მშვიდი ღიმილის თანხლებით გადაიტანს მეუღლის მიერ წამოწყებულ მსუბუქ ფლირტს წვეულებაზე გაცნობილ რომელიმე ლამაზმანთან. სახალხო გარჩევები და ისტერიკების მოწყობა, მორიელის სტილი არ არის. იგი საჭირო დროს დაელოდება დამნაშავის დასასჯელად... სასჯელი
კი მმმ თქვენ არ იცით რა საოცარი იქნება.

იხილეთ სრულად

2633
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?