როგორია იდეალური ცოლი, მამაკაცის აზრით?
როგორია იდეალური ცოლი, მამაკაცის აზრით?
აღმოჩნდა, რომ კაცს თურმე ყველაზე მეტად არც ქალის გარეგნობა აინტერესებს, არც მისი კულინარიული შესაძლებლობები, არც მისი ინტელექტი. რასაკვირველია, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მათი პოვნა სხვაგანაც შეუძლია. კარგ საჭმელს რესტორანშიც გეახლებათ, ლამაზ ქალებს ყველგან ნახავს, ინტელექტუალურ საუბრებს კი მეგობრებთანაც გამართავს. ღოგორც ბოლო პერიოდების გამოკითხვებმა ცხადყო, მამაკაცებს ქალისგან ყველაზე მეტად თურმე სურთ ერთგულება, ნდობა და ლოგინი.

ერთგულება
ეს თავისთავად სიყვარულსაც გულისხმობს. ურთიერთობებში ერთგულება სიყვარულს მოსდევს. დღეს, როცა ასე გახშირდა ცოლქმრული ღალატი, მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ ცოლის ერთგულებას, როგორც მისი სიყვარულის ერთ-ერთ საუკეთესო გამოვლინებას.

ნდობა

ესეც ოქროს წესია. ურთიერთობები ნდობას ეყრდნობა. როცა მამაკაცი დარწმუნებულია, რომ შინ ცოლი მშვიდად ელის, არ მოუწყობს დაკითხვებს, სად და ვისთან ერთად იყო, ენდობა მას სრულად და მამაკაცი მისთვის საიმედო საყრდენია, ქმარი ასეთ ქალთან ყოველთვის თავდაჯერებულად, ძლიერად გრძნობს თავს. ცოლი მისი მეგობარია, მისი სანდო მეგობარი.

ხარისხიანი სექსი
დიახ, კაცები ამასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათ სურთ, თავიანთ იდეალურ ქალთან ბოლომდე გაიხსნან, მასაც მიაღებინონ სიამოვნება, თავადაც განიცადონ, ლოგინი ინტიმური სიახლოვის გვირგვნი იყოს და არა უბრალო ვალდებულება, რომელსაც ქალი გაურბის "თავის ტკივილის" თუ "მოუცლელობის" მომიზეზებით.

თუ მამაკაცი ამ სამი პირობიდან რომელიმე ვერ მიიღებს ცოლისგან, მინიმუმ –
უღალატებს, მაქსიმუმ – ოჯახს დაანგრევს.

16451
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ტურფა
0
იაქტიურეთ ქალებოოოო :)
23:37 / 14-01-2015
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი