ბევრი ოჯახია, სადაც ცოლ-ქმარს სქესობრივი ცხოვრება მეტისმეტად უკანა პლანზე აქვს გადატანილი - რა მოაქვს ამას? ამერიკელი მეცნიერები 1986 წლიდან 600 ადამიანს აკვირდებიან, რომლებმაც შეგნებულად თქვეს სექსზე უარი. მათ დაასკვნეს, რომ სექსუალურ ცხოვრებაზე უარის თქმა ცხოვრებისეულ იმედგაცრუებასა და დეპრესიას იწვევს. აგრეთვე, საშიშია არა მარტო ფსიქიკისთვის, არამედ სხეულისთვისაც.
ბევრი ოჯახია, სადაც ცოლ-ქმარს სქესობრივი ცხოვრება მეტისმეტად უკანა პლანზე აქვს გადატანილი და ისეც ხდება, ცოლ-ქმარი ერთად წევს და ხანდახან თვეების განმავლობაშიც არ აქვთ სექსი. აი, 7 უსიამოვნება, რა მოუვა სხეულს, თუ სექსზე უარს იტყვით.
1. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა ცუდად მუშაობს
სექსი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობაზე.
2. მამაკაცებს ერექციული დისფუნქცია ემართებათ
მეცნიერებმა საინტერესო მოსაზრება გაავრცელეს: რაც უფრო იშვიათად აქვს მამაკაცს სექსი, მით დიდია შანსი, რომ ასაკის მატებასთან ერთად იმპოტენციის შანსი მოიმატებს.
3. იმუნური სისტემა ქვეითდება
აქტიური სექსუალური ცხოვრება დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე. მისი არარსებობა ან ნაკლებობა კი სხვადასხვა დაავადებისა და ინფექციისადმი გხდით მიდრეკილს.
4. ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებული ხართ
სექსი ემოციური დაძაბულობის მოხსნაში გეხმარებათ. ამგვარად, თუ სტრესის მოსახსნელ საშუალებაზე უარი თქვით, გაღიზიანებულობა დღითი დღე მოიმატებს.
ბოლოდროინდელი ცდით დამტკიცდა, რომ არარეგულარული სექსუალური ცხოვრების დროს, სტრესის დროს არტერიული წნევა იმატებს. უსექსობის დროს ადამიანი ცუდად უმკლავდება შიშებსა და შფოთს. იხილეთ გაგრძელება