თუკი ქმარმა გიღალატათ - ბებოს უნიკალური რჩევა შვილიშვილს, რომელიც ყველას შეიძლება გამოგვადგეს
თუკი ქმარმა გიღალატათ - ბებოს უნიკალური რჩევა შვილიშვილს, რომელიც ყველას შეიძლება გამოგვადგეს
ქალს ქმარი 5 წლის განმავლობაში ღალატობდა. ის სრულს სასოწარკვეთილებაში იყო და, რაღა თქმა უნდა, თავს საშინლად გრძნობდა. მისი ცხოვრება განადგურების პირას იყო, ქალს არ ჰქონდა დილით ლოგინიდან ადგომის სურვილი, დაღლილი იყო ჩხუბით.


ერთ დღესაც, ის საშველად ბებიას ესტუმრა. მოხუცი ჭკვიანი და ძლიერი ქალი იყო. მან სამი ქვაბი გაავსო წყლით და ისინი მაღალ ცეცხლზე დადგა. მალევე, სამივე ადუღდა. ერთ ქვაბში სტაფილოები, მეორეში კვერცხი, მესამეში კი ყავის მარცვლები ჩაყარა.


ის იჯდა, ხმას არ იღებდა და უყურებდა, როგორ დუღდა წყალი. 20 წუთის შემდეგ,
მან გაზქურა გამორთო. მან ამოიღო საკვები პროდუქტები და ერთმანეთის გვერდით, თეფშზე დაალაგა. მიუბრუნდა შვილიშვილს და ჰკითხა, „რას ხედავ?“

„სტაფილოს, კვერცხსა და ყავას.“ – უპასუხა ახალგაზრდა ქალმა.

ბებიამ მას სთხოვა, შეხებოდა სტაფილოს. მან შეამჩნია, რომ ბოსტნეული, რომელიც მანამდე მაგარი იყო, დარბილებულიყო. ასევე, გაეფცქვნა კვერცხი - ადრე თხევადი და სუსტი, ახლა გამაგრებულიყო. ყავა კი მთლიანად გაიხსნა წყალში.

- გარეგნულად ისეთივეები
დარჩნენ, თუმცა შინაგანად შეიცვალნენ ერთი და იგივე მავნე გარემოს - ადუღებული წყლის შედეგად.

ცოტა ხნის შემდეგ კი ბებიას ჰკითხა: "რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ბებია?"

- იგივე ხდება ადამიანების შემთხვევაში - გარეგნულად ძლიერი ადამიანები შეიძლება დასუსტდნენ და მოდუნდნენ იქ, სადაც სუსტები და ნაზები მხოლოდ მაგრდებიან და ძლიერდებიან.
- ყავაზე რას იტყვი? - გაოცებულმა ჰკითხა გოგონამ.
- ო, ყავა ყველაზე საინტერესოა. ის მთლიანად აორთქლდა აგრესიულ გარემოში და შეცვალა ეს გარემო თავად - ადუღებული წყალი საოცარ არომატულ სითხედ გადააქცია. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ცვლის გარემო - ისინი თავად ცვლიან მას და გადააქცევენ რაღაც ახლად, თავისთვისაც იღებენ სარგებელს აქედან და ცოდნას. რად იქცე რთულ სიტუაციაში, აქ არჩევანი თითოეულ ადამიანზეა.

53363
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
vato
4
ვერაფერი ჭკუა ვერ დავინახე ბებოს რჩევაში.
18:17 / 25-04-2018
maxo
2
არც მოფერება და თანგადაყოლა არ უშველის არც ქალს და არც კაცს თუ ღალატი უნდა. აღზრდა, გაზრდა და ინტელექტი უნდა ერთგულებას.
18:15 / 25-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?