არის თუ არა თქვენი ქმარი ყველაზე უარესი? - როგორ გადაიფიქრა ქალმა გაყრა
არის თუ არა თქვენი ქმარი ყველაზე უარესი? - როგორ გადაიფიქრა ქალმა გაყრა
ერთხელ ქალი მივიდა მღვდელთან და უთხრა:
- ორი წლის წინ მე და ჩემი ქმარი დაგვაქორწინე. ახლა გაგვყარე. აღარ მინდა მასთან ცხოვრება.
- რატომ გინდა განქორწინება, შვილო? – დაინტერესდა მღვდელი.
ქალმა აუხსნა:
- ყველას ქმარი დროზე ბრუნდება სახლში, ჩემი ქმარი კი გამუდმებით აგვიანებს, ძმაკაცებში დაიარება. ამის გამო შინ სულ სკანდალები გვაქვს.
მღვდელი გაოცდა და ჰკითხა:
- მხოლოდ ეს არის მიზეზი?
- მე არ მინდა ისეთ კაცთან ცხოვრება, რომელსაც ასეთი ნაკლი აქვს, - უპასუხა ქალმა.
- კი გაგყრით, მაგრამ ერთი პირობით. ახლა შინ
დაბრუნდი, დიდი გემრიელი პური გამოაცხვე და მომიტანე. მაგრამ როცა პურს გამოაცხობ, შინიდან არაფერი გამოიყენო – მარილიც, წყალიც და ფქვილიც მეზობლებს გამოართვი. და აუცილებლად აუხსენი მათ შენი თხოვნის მიზეზი, - უთხრა მღვდელმა.
ქალი შინ გაემგზავრა და არ გადაუდია, მაშინვე დაიწყო საქმე.
შევიდა მეზობელთან და უთხრა:
- ანა, ჭიქა წყალი მომეცი რა.
- რა არის, წყალი შეგიწყდა?
- წყალი მოდის, მაგრამ მღვდელთან მივედი, ქმარზე დავიჩივლე და ვთხოვე, გაგვყაროს, - აუხსნა ქალმა და მეზობელმაც არ დააყოვნა:
- რას ამბობ, შენ ჩემს ქმარს არ იცნობ! – და თავის ქმარზე დაიჩივლა.
ამის მერე ქალი მეორე მეზობელთან მივიდა, მარილისთვის.
- მარილი დაგიმთავრდა? მარტო ერთი კოვზი
გინდა?
- მარილი მაქვს, მაგრამ მღვდელთან დავიჩივლე ჩემს ქმარზე, განქორწინება ვთხოვე, - უთხრა ქალმა, და სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, მეზობელმა ამოიოხრა:
- აბა, შენ ჩემი ქმრის ამბავი რომ იცოდე! - და დაიწყო თავისი ქმრის გაკრიტიკება.
ასე, ვისთანაც არ შევიდა რაიმეს სათხოვნელად, ყველასგან ესმოდა ქმრებზე ჩივილი. ბოლოს დიდი გემრიელი პური გამოაცხო, მიუტანა მღვდელს და გადასცა, თან უთხრა:
- მადლობა, იგემეთ ჩემი ნახელავი. ოღონდ არც იფიქროთ ჩვენი გაყრა.
- რატომ, რა მოხდა, შვილო? – ღიმილით ჰკითხა მღვდელმა.
- ჩემი ქმარი თურმე ყველაზე უკეთესია, - მიუგო ქალმა.

9321
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```