ოჯახების უმრავლესობაში მაინც ახერხებს მამაკაცი, ძირითადი მარჩენალი იყოს მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ საქართველოში ქალები ძალიან გააქტიურდნენ და უმთავრესად ისინი ინახავენ ოჯახებს, ჯერჯერობით მაინც ძირითადად მამაკაცები არიან ოჯახის მარჩენალები. mshoblebi.ge-ს გამოკითხვაში 400-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ასეთი შეკითხვა იყო დასმული: "ვინ არის თქვენს ოჯახში ძირითადი მარჩენალი?".
ხმათა უმრავლესობა, 49,2%, მიიღო პასუხმა: "ქმარი". "ცოლ-ქმარი თანაბრად" - 26,5%, "ცოლი" - 14,4%, "სხვა (ნათესავი, სოციალური სამსახური და ა.შ.)" – 5,6%.