4 რამ, რაზეც დგას ოჯახური ბედნიერება თანამედროვე ცხოვრებაში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა განქორწინება. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს წყვილებს შორის დაგროვილია წყენა, გადაუჭრელი პრობლემები, კონფლიქტები და სხვა. ხშირად განქორწინების მიზეზი ხდება ქალი. და აი რატომ...
დაშორების მიზეზები
მიტოვებული ქალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ: "სპორტდარბაზში დავდიოდი, ჰიგიენას ვიცავდი, კარგი მზარეული ვიყავი, მოკლედ ამხელა სიმდიდრე ვიყავი და ის მაინც წავიდა..."
იცით რაშია საქმე?
დიდი ხანია მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალი და კაცი ბევრ რამეს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. სახლს ქალისთვის და კაცისთვის სხვადასხვა დანიშნულება და დატვირთვა აქვს. ქალი თავის საცხოვრებელს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: სახლი მისი სტიქია, სამეფოა. ადგილი, სადაც ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად. როდესაც აღმოაჩენს, რომ რაღაც წესრიგში არ არის, მის ტვინში იწყებს ამოქმედებას სწრაფი მოქმდების ბომბი და ჩნდება აუცილებლობა, სასწრაფოდ რაიმე ზომების მიღებისა.
ის, როგორც მეთაური იწყებს ბრძანებების გაცემას: "რატომ არ გადაყარე ნაგავი? ნაძვის ხე კიდევ არ გაგიტანია? მთელი სახლი წიწვებშია!" "კატამ რომ დასვარა, არ უნდა მოწმინდო"?
კაცისთვის სახლი არის გამოქვაბული, სადაც მას შეუძლია ცხოვრებისეულ პრობლემებს დაემალოს. სახლი მისთვის საიმედო თავშესაფარია. ქალს, რომელიც არ არის ყურადღებიანი და მგრძნობიარე, თავისუფლად შეუძლია გამოიყვანოს წყობიდან საყვარელი ქმარი! ამიტომ, როდესაც საშინაო საქმეებს დაგეგმავთ, უბრალოდ გაიხსენეთ სხვაობა აღქმაში და ნუ ეცდებით ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ, განსაკუთრებით მეუღლის ხელებით.
4 რამ, რაზეც დგას ოჯახური ბედნიერება
1. პატივისცემა
არ გამოამჟღავნო მეუღლისადმი უპატივცემულობა. ასევე არ მოითმინო შენდამი უპატივცემულო დამოკიდებულება. თუ გულში ამბობ: "რა სულელია, არაფერი გამოსდის ხელიდან!" - ერთი ფეხი განქორწინებაში გიდგას.
2. სიჩუმე
ყველას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი წილი სიმშვიდე და სიჩუმე. მიეცი საშუალება, ცოტა დაისვენოს საყოფაცხოვრებო პრობლემებისგან. როდესაც ყვირილით არღვევ მის მყუდროებას - ე.ი. გაყრის ზღვარზე ხარ.
3. სილამაზე და ჰარმონია
როდესაც დიდ ყურადღებას სახლის სისუფთავეს უთმობ, ნუ დაივიწყებ შენს თავსაც. კაცს ყოველთვის სიამოვნებს თავის გვერდით მოვლილი და საყვარელი ქალი.
4. ენერგია
მნიშვნელოვანია სახლში დაბრუნებულ კაცს საშუალება ჰქონდეს აღიდგინოს მთელი დღის დახარჯული ენერგია. ეს შეიძლება იყოს საყვარელი კერძი, არომატული აბაზანა თუ ცოლის სიყვარული.
რა თქმა უნდა, კაცსაც თავისი ვალდებულებები აქვს, მაგრამ ეს შემდგომი განხილვის თემა იყოს... შეეცადეთ სახლი გადააქციოთ დასასვენებელ სივრცედ და არა გამუდმებული საბრძოლო მოქმედებების ადგილად!
ყველაზე სამწუხარო სწორედ ის არის, რომ მრავალი განქორწინების მიზეზი სწორედ ეს ხდება!
შეეცადეთ მოსინჯოთ ყველაფერი საკუთარი ოჯახის შესანარჩუნებლად!