მშობლების განქორწინება ბავშვის იმუნიტეტზე მოქმედებს
მშობლების განქორწინება ბავშვის იმუნიტეტზე მოქმედებს
"თუ გსურთ, რომ თქვენი ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ, შეეცადეთ ექს-მეუღლესთან შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა", - გვირჩევენ მკვლევარები.

კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ მოქმედებს მშობლების განქორწინება ბავშვის იმუნურ სისტემაზე. ამისთვის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 200-მდე, 18-დან 55 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ადამიანთან, თუ როგორ ებრძოდნენ ისინი მწვავე რესპირატორულ დაავადებას. 5 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მონაწილეების ჯანმრთელობას. ამასთან ექსპერიმენტის მონაწილეთაგან ნახევარი გაშორებული მშობლების შვილები იყო, ხოლო ნახევარი - სრული ოჯახებისა.

ექსპერიმენტის შედეგებმა გააკვირვა მკვლევარები: მონაწილეებს,
ვისი მშობლებიც განქორწინების შემდეგ საერთოდ არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, რესპირატორული დაავადების რისკი უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვისი მშობლებიც არ იყვნენ განქორწინებულები. ანალიზებმა აჩვენა, რომ მარტოხელა მშობლის ბავშვები უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ვირუსის საპასუხო რეაქციაზე, ვიდრე მეორე ჯგუფი.

"ადრეული ასაკის სტრესული სიტუაციები იმუნიტეტს ასუსტებს და ადვილად შეღწევადს ხდის ნებისმიერ დაავადებას ორგანიზმში, თუნდაც განქორწინებიდან 20 და 30 წლის შემდეგ", - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მაიკლ მერფიმ. ამასთან, როგორც მისმა თანაავტორმა დასძინა, პირველ რიგში ოჯახური კონფლიქტის შედეგად ზიანდება ბავშვის იმუნური სისტემა. "შედეგები გვამცნობს, იმის თაობაზე, რომ ყველა განქორწინება ერთნაირი არ არის. თუ განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეებს შორის მეგობრული ურთიერთობა დარჩა, ეს ბავშვისთვის ერთგვარი დამცავი კედელია, რომელიც იცავს
მას განქორწინების დამანგრეველი შედეგებისაგან", - აღნიშნა კონმა.
New layer...
2572
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?