განვიხილოთ რამდენიმე ასეთი შემთხვევა ორი მთავარი ფაქტორი, რაზეც ოჯახის წონასწორობაა აგებული, გახლავთ ფული და სექსი. უფრო გავლენიანია ის, ვისაც ოჯახში ფული შემოაქვს ან ის, ვინც უფრო სასურველია მეორე ნახევრისთვის. ოჯახის მომავალი ამ ორი აფქტორის ბალანსზეა დამოკიდებული.
თუ ქმარი შინ ფუსფუსებს, ცოლი კი შემომტანია, თანაც ისეთი შემომტანი, რომელსაც მხოლოდ ოჯახის ბიუჯეტის შევსება კი არა, ფუფუნების მოწყობაც შეუძლია, ამ დროს დგება მეორე, "სექსში სასურველობის" საკითხი. რომელს მეტად ხიბლავს მეუღლე?
განვიხილოთ რამდენიმე ასეთი შემთხვევა და ვნახოთ, რა სცენარით შეიძლება წარიმართოს ფულიანი ცოლისა და ხელმოცარული ქმრის ურთიერთობა?
შემთხვევა პირველი: როცა ცოლის შემოსავალი მაღალია და ქმრის მიმართაც უფრო ვნებითაა განწყობილი, ვიდრე მისი მეორე ნახევარი. შესაბამისად, უღირს (ჯერჯერობით მაინც) თავად უზრუნველყოს ქმარი. მეტიც, გაანებივროს და ჯიბის ფულითაც მოამარაგოს. რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? ეს ქალის სურვილზეა დამოკიდებული. ან სანამ კაცს არ მობეზრდება ცოლის მოჭარბებული სექსუალური მოთხოვნები. შესაძლოა ამბიციებმა და სიამაყემ მიატოვებინოს ასეთი ყოფა. ასე თუ ისე, ამგვარი ოჯახის დღეები დათვლილია.
შემთხვევა მეორე: როცა ცოლის შემოსავალი კვლავ მაღალია, სამაგიეროდ სექსის თვალსაზრისით, ქმარს მეტად სურს მეუღლის სიახლოვე. ამ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ცოლი სულ სხვა მამაკაცის მკლავებში ნებივრობდეს, თანაც არა ფიქრებით, არამედ რეალურად. ერთი ნაპერწკალიც საკმარისია, რომ ასეთი ოჯახი განქორწინების ცეცხლმა შთანთქას.
შემთხვევა მესამე: ცოლის შემოსავალი მხოლოდ ოჯახის მოთხოვნილებებს სწვდება, სამაგიეროდ ქმრის მიმართ უფრო ძლიერ ლტოლვას განიცდის, ვიდრე მამაკაცი მის მიმართ. ასეთ ვითარებას ქალი ითმენს, თუმცა განიცდის, ჩივის, წუწუნებს, მაგრამ მაინც ითმენს... რატომღაც. თუმცა ალბათ მაინც გასაგებია რატომაც... აწყობილი ოჯახი, საყვარელი მამაკაცი... ეს ხომ ბევრი ქალის ოცნებაა. სამაგიეროდ, ქმარს უდროო დროს დაეწყება შუახნის ასაკის კრიზისი და მისი გამოხატულებებიც ქალის ნერვებზე "გადაივლის". ყველაფრის მიუხედავად, დაკვირვება ცხადყოფს, რომ ასეთი ოჯახები ყველაზე მტკიცეა, რადგან ქალს წლითიწლობით უქრება რაიმეს შეცვლის სურვილი, ქმარს კი საამისოდ ძალა არ შესწევს.
შემთხვევა მეოთხე: ცოლის შემოსავალი ძლივს ჰყოფნის ოჯახს, სამაგიეროდ ქმარს მეტად სურს იგი. ქალს უჩნდება კითხვა: "რას ვაკეთებ, აქ რა მესაქმება?" და გარბის. ან თავს დედა ტერეზად მიიჩნევს და სწრაფად გარბის. ან უბრალოდ, გარბის... რა თქმა უნდა, თუ ჭკუა აქვს.
აი, რამდენი რამ არის დამოკიდებული ფულსა და სექსზე. სამწუხაროდ, ორივე "თავისუფალი ენერგიაა" და ჩვენ ნაკლებად გვემორჩილება. ისინი განსაზღვრავენ, ვინ რას გასცემს და ვინ რას იღებს ცოლქმრული თანაცხოვრებისგან.