5 ხერხი ოჯახური კონფქლიქტის მოსაგვარებლად
5 ხერხი ოჯახური კონფქლიქტის მოსაგვარებლად
ოჯახური კონფლიქტი თანაცხოვრების ერთ-ერთი უსიამოვნო კომპონენტია, თუმცა მისი არ უნდა გეშინოდეთ. მთავარია, ყოველთვის მოუსმინოთ პარტნიორს და გაიგოთ, რა სურს. ყველაზე მოსიყვარულე წყვილიც კი ჩხუბობს. მიზეზად სრულიად ბანალური უსიამოვნება - დაღლილობა, უგუნებობა, მატერიალური პრობლემები შეიძლება იქცეს. კინკლაობა რომ დიდ დავიდარაბად არ იქცეს, გაითვალისწინეთ:

მართე კონფლიქტი
ეცადეთ თავი აარიდოთ ყვირილს, ისტერიკებს, ტირილსა და შეურაცხყოფას. ნეიტრალური ტონით გამოთქვით თქვენი ემოციები. პირდაპირი ბრალდებებისგანაც სჯობს თავი შეიკავოთ.

დაიცავით ზღვარი

დაიცავით ზღვარი. ჩხუბი დავა უნდა იყოს და არა ლანძღვა-გინება. ასე უფრო მოგებული დარჩებით. არასოდეს გადაწვდეთ მის
მშობლებსა და უხლოეს ნათესავებს.

გამოიჩინე მზრუნველობა
შეიძლება ძალიან გაბრაზებულიც ხართ და ყვირით, მაგრამ თქვენს "გამოსვლაში" დრო და დრო ქმრის მდგომარეობაც მოიხსენიეთ. აღნიშნეთ, რომ ისიც ცუდ დღეშია. ჩხუბმა შედეგი უნდა მოიტანოს, ამიტომ უაზრო ყვირილს ჯობს, რომ იმ მიზეზებზე იდაოთ, რომელმაც ამდენი პრობლემა შეგიქმნათ. პატარა კომპრომისი შესთავაზეთ. დათმობა წაგებას არ ნიშნავს.

შეაკავე კონფლიქტი
თუ მეუღლეს უმტყუნა ნერვებმა, თქვენ კი კიდევ შეგრჩენიათ მოთმინება, სჯობს არ აჰყვეთ. თქვენი სიმშვიდე მასზეც აუცილებლად იმოქმედებს.

შეაფასეთ ვითარება
სანამ ერთმანეთზე რისხვას გადმოანთხევთ, დაფიქრდით, ცოტა ხანში ხომ ისევ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი უნდა იყოთ, თავადაც ხომ იცით, რომ მორიგი კინკლაობა ოჯახის დანგრევის მიზეზი ვერ
გახდება. ისევ ერთად იქნებით ერთ უღელქვეშ. მაშ რატომ უნდა მოუშალოთ ერთმანეთს კიდევ ერთხელ ნერვები, შეცვლის ეს რამეს? ის დრო, რაც ჩხუბში უნდა დაგეხარჯათ, ერთმანეთის სიამოვნებაზე დახარჯეთ.
3789
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
daroi
0
ნამდვილად უნდა სიმჰვიდე და დატმობა კიდე სიკვარული
20:57 / 04-01-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?