როცა ცოლქმრული ურთიერთობები ნაპერწკალს კარგავს - რომანტიკული იდეები სახლიდან გაუსვლელად - მშობლები

როცა ცოლქმრული ურთიერთობები ნაპერწკალს კარგავს - რომანტიკული იდეები სახლიდან გაუსვლელად

2017-08-27 04:42:11+04:00

რომანტიკა და ურთიერთობების განახლება აუცილებელია და ამისთვის სახლიდან გასვლა და კაფე-რესტორნებში სიარულიც არ არის აუცილებელი - კარგი იდეები ზოგჯერ საჭიროა რომანტიკული საღამოს მოწყობა, ურთიერთობების განახლება, მაგრამ ორივე დაღლილები ხართ კულტურული ან გასტრონომიული საღამოს მოწყობით ან ფინანსური შესაძლებლობები არ გაქვთ? მაშინ დარჩით სახლში და სხვა იდეა განიხილეთ! გაუშვით ბავშვები თუნდაც ერთი ღამით ბებია-პაპასთან და მიუძღვენით დრო ერთმანეთს.

1. უყურეთ საყვარელი სერიალის მთელ სეზონს ან რომელიმე შოუს.

უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ (და გინდათ) ამის გაკეთება. გჯეროდეთ საკუთარი თავის. ბოლოს და ბოლოს ინტერნეტს მაინც მოწყდებით დროებით და ორივე ერთად გააკეთებთ რაღაცას, ერთად განიცდით თუ იხალისებთ.

2. ითამაშეთ სამაგიდო თამაშები

ბევრი თვლის, რომ ეს მოსაწყენია, თუმცა სინამდვილეში ძალიან სახალისოა - ბანქო, ნარდი, ჭადრაკი, "მენეჯერი". ჩვენი დედები და მამები, ბებიები და პაპები მშვენივრად ერთობოდნენ ასე... თუ თქვენ მართლა არ მოგწონთ ეს იდეა, ითამაშეთ და შემდეგ შესთავაზეთ გართობის თქვენი ვარიანტი.

3. მოამზადეთ განსაკუთრებული ვახშამი

შეიძლება ბევრი საინტერესო იდეის მოფიქრება: ვახშამი მხოლოდ იმ პროდუქტებისგან, რაც მოგეპოვებოდათ სახლში; ვახშამი - სიურპრიზი; შეეჯიბრეთ ერთმანეთს საუკეთესო ვახშმის მოზადებაში - ერთნაირი პროდუქტებით...

4. გაუკეთეთ ერთმანეთს მასაჟი

ნახევრად აწეული მაისურით კი არა. გახდილები, სამასაჟო ზეთისა და სარელაქსაციო მუსიკის თანხლებით, ჩაიძირეთ პროცესში.

5. მიიღეთ აბაზანა ორივემ ერთად

ეს სასარგებლო და სასიამოვნოა. აანთეთ სანთლები და გაუშვით აბაზანაში ქაფი. მამაკაცები აბაზანაში მარტო იშვიათად წვებიან. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი დაგრჩებათ.

6. ჩართეთ კარაოკე... და გაიხადეთ

თუ გემღერებათ და ეს მაინც არ არის საკმარისი - გახადეთ ღამე ცეცხლოვანი! მითუმეტეს, გახდილი ადამიანი მიკროფონით ხელში გაცილებით საინტერესოდ გამოიყურება. დიახ, დიახ...

7. მოაწყვეთ ბრძოლა ბალიშებით

ბავშვობაში ეს ხომ საყვარელი გართობა იყო ნებისმიერი ბავშვისთვის, მაგრამ ახლა ის განსხვავებაა, რომ თქვენი თამაში შეიძლება ვნებიანი ღამით დამთავრდეს.

8. ითამაშეთ ვიდეოთამაშები

რათა უფრო საინტერესო გახდეს თამაში, წაგებულმა აკოცოს, გაიხადოს ან ჭიქა ალკოჰოლური სასმელი დალიოს.

9. უყურეთ ერთმანეთის საყვარელ ფილმებს

თუ ადრე რომელიმეს არ გინდოდათ ამ ფილმების ყურება - ერთად ხომ უფრო სახალისოა!

10. გაიხსენეთ ძველი ამბები, რაც ერთად გადაგხდენიათ

გაიხსენეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი, რა ეტაპები გაგივლიათ, ჩაიძირეთ ტკბილ მოგონებებში.