ქმარს ნერვებმა უმტყუნა? აყვირდა და არ იცით, როგორ დაამშვიდოთ? რამდენიმე მამაკაცის გამოკითხვის შემდეგ მათი დამშვიდების რამდენიმე ხერხი გამოიკვეთა ქმარს ნერვებმა უმტყუნა? აყვირდა და არ იცით, როგორ დაამშვიდოთ? რამდენიმე მამაკაცის გამოკითხვის შემდეგ მათი დამშვიდების რამდენიმე ხერხი გამოიკვეთა, გაეცანით - ვინ იცის, როდის გამოგადგებათ. აი, როგორ იმშვიდებს თავს ზოგიერთი მათგანი:
"სტრესული სამსახური მაქვს. მამშვიდებს სექსი. რა თქმა უნდა, თუ ჩემს ცოლს არ გადაედება ჩემი განწყობა და ჩემს გახარებას შეძლებს".
"ჩემი პირადი დამამშვიდებელი განმარტოება და ალკოჰოლია, მაგრამ ვცდილობ, ეს უკანასკნელი ზედმეტი არ მომივიდეს. საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩები, ნელ-ნელა გამოვდივარ. საყვარელ ადამიანთან მაშინ
შემიძლია ურთიერთობა, როცა ვგრძნობ, რომ ემოციებს სრულიად ვაკონტროლებ".
"როცა განერვიულებული ვარ, შვილთან ურთიერთობა მამშვიდებს. ხან ომობანას ვთამაშობთ, ხან - მატარებლობანას. ხოლო, როცა ბავშვზე ვარ გაბრაზებული, ცოლზე ვიყრი ჯავრებს. თანაც ისე, რომ რამდენიმე დღე არ მელაპარაკება".
"მანქანით დავქრივარ, სანამ არ დავმშვიდდები. ასეთ დროს მგონია, რომ სტრესს ქუჩაში ვტოვებ. მაგრამ ერთხელ საცობში გავიჭედე და კიდევ უფრო მეტად გავცოფდი. ყველას ვაგინებდი და წესებსაც ვარღვევდი, მიკვირს, როგორ არ ავილეწე... მრცხვენია, მაგრამ იმ დროს საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი".
"მთავარია, ამ დროს არავინ დამიწყოს ჭკუის სწავლება: დამშვიდდი, ემოციები მოთოკე, შენ ხომ კაცი ხარ. ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ისტერიკა მემართება და ჭურჭლის დამტვრევა მინდება. სტრესიდან თავად გამოვდივარ, მთავარია, მადროვონ".
"ერთხელ ერთ ქალს ვეკამათებოდი, რომელსაც მოვწონდი და ჩემი გაჩუმება კოცნით სცადა. ალბათ ფილმებში ნახა. ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა. პირში მივახალე ყველაფერი, რასაც მასზე ვფიქრობდი და რაც მანამდე არც ერთი ქალისთვის არ მითქვამს. მას შემდეგ ჩემთან ფიზიკური სიახლოვის სურვილი აღარ გამოუთქვამს. მე კი ჩაიმ დამამშვიდა. არომატული ჩაი დავლიე, ხელებიც გავითბე და ფანჯარაში ყურებითაც დავწყნარდი".
რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ თქვენ?
სტრესთან გამკლავება საკვებით სცადეთ. ცნობილია, რომ მამაკაცი ჭამს ყველაფერს, რასაც მოუმზადებენ. მაგრამ საინტერესოა, სტრესის დროს რას ანიჭებენ უპირატესობას?
43 პროცენტი - ხორცი
ხაშლამა, მწვადი; ხორცი შემწვარი, მოხარშული, მოხრაკული. მთავარია, ქათამი არ იყოს, მას მამაკაცები ყველაზე ნაკლებად სცემენ პატივს.
25 პროცენტი - ხინკალი
15 პროცენტი - - ხაჭაპური და პიცა
11 პროცენტი - ტორტი და ტკბილეული
6 პროცენტი - წვნიანი კერძები
საერთოდ, წყობილებიდან გამოსულ ადამიანზე ყველაზე კარგად სიმშვიდე და გულგრილობა მოქმედებს. აცადეთ, ნუ იჩქარებთ რეაქციის გამოხატვას, იბორგებს, იყვირებს და დამშვიდდება. კაცური ისტერიკები უფრო მალე სრულდება. მთავარია, თქვენ არ მოგეშალოთ ნერვები და ბავშვები არ დაიძაბონ. ეცადეთ, მეუღლის პრობლემებში ყოველთვის ერკვეოდეთ. ამ შემთხვევაში მასზე ზემოქმედება უფრო გაგიიოლდებათ.