მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ განქორწინების შემდეგ თბილი ურთიერთობების შენარჩუნება. მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ განქორწინების შემდეგ თბილი ურთიერთობების შენარჩუნება. ეს მამაკაცი ბოსტონში ცხოვრობს, ორი ბიჭის მამაა და თვლის, რომ შვილების აღზრდა გაცილებით მნიშვნელოვანია ცოლ-ქმრის პრეტენზიებზე.
ბილი ფლინის და მისი ცოლის ურთიერთობა ვერ აეწყო. მოცემულ მომენტში ისინი განქორწინებულები არიან. მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს ბილს, სამაგალითო მამა იყოს...
ის მიიჩნევს, რომ დადებით გავლენას მოახდენს შვილების სამომავლო დამოკიდებულებაზე ქალებთან.
"დღეს ჩემი ყოფილი ცოლის დაბადების დღეა. ადრე ავდექი, ვიყიდე ყვავილები, საჩუქარი, მივედი სახლში და ბავშვებთან ერთად მოვუმზადე მას საუზმე" - წერს ბილი Facebook-ში.
ბილის სიტყვებით, ის ხშირად აწყდება ნაცნობების მხრიდან გაუგებრობას. "ხშირად მეკითხებიან, რატომ ვიქცევი ასე. მე და ჩემი ცოლი ხომ დიდი ხანია დავშორდით... ეს შეკითხვა ძალიან მაღიზიანებს."