"არ მინდა ჩემმა გოგონებმა იფიქრონ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მათ მამაკაცი სჭირდებათ" "არ მინდა ჩემმა გოგონებმა იფიქრონ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მათ მამაკაცი სჭირდებათ", - ასე ხსნის იგი თავის პოზიციას.
ის 5 გოგოს მამაა და აღზრდის საკითხებში შეიძლება ვენდოთ. ახლახან უორენ ველჩმა ფეისბუქზე დაწერა პოსტი, რომელშიც თავისი შეხედულებები გადმოსცა. მას ამისკენ უბიძგა მაისურებმა წარწერით: "ის ჩემი დედოფალია და არა - შენი მონაპოვარი".
ველჩი ამბობს, რომ ის არ ზრდის გოგონებს დედოფლებივით, რომლებმაც მამისგან უნდა აიღონ ნებართვა პაემანზე წავიდნენ თუ არა.
"მოექეცით მათ პატივისცემით, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული იყავით- მათ არ დასჭირდებათ ჩემი დახმარება, რათა თქვენი ადგილი მოგიჩინონ. ჩემს გოგონებს შეუძლიათ გახდნენ ისეთი ქალები, როგორებიც თავად სურთ", - წერს უორენი.
ფემინიზმის მოწინააღმეგების ნეგატიური კომენტარების მოლოდინში სოც. ქსელის მომხმარებლების რეაქცია გასაოცრად კეთილგანწყობილი იყო.
უფროსი გოგონები 16, 12 და 7 წლისები არიან. ისინი უორენის პირველ მეუღლესთან ცხოვრობენ. როდესაც მეორედ დაოჯახდა, ცოლის შვილების (16 და 12 წლის) გოგონების აღზრდაც თავის თავზე აიღო.
"არ მინდა ჩემი გოგონები ისეთ ქალებად გაიზარდონ, რომელთაც კაცი დასჭირდებათ იმისთვის, რომ სრულფასოვნად იცხოვრონ, ან კაცის თანხმობა იყოს საჭირო იმისთვის, რომ ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ. მათ იციან, რომ ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ ჩემთან საუბარი, იქნება ეს რელიგია თუ პოლიტიკა. მე ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს შეხედულებას, ოღონდ არ ვუარყოფ მათ აზრს",- ამბობს უორენი.
ის დარწმუნებულია, რომ არ აქვს უფლება იმის წარმოდგენისა, თუ როგორ წარიმართება გოგონების ცხოვრება. " უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ", - ამბობს ის. ბედნიერება არ შეიძლება ერთნაირი იყოს ყველასათვის. ყოველთვის გვერდში ვედგები და პატივს ვცემ მათ არჩევანს. აი რა არის ჩემთვის ფემინიზმი", - წერს უორენი.