ყველაზე კითხვადი
თემურ წიკლაური: "ძალიან რთული რამ მოხდა, მაგრამ ღმერთი ამბობს - "გსჯი, რადგან მიყვარხარო"
თემურ წიკლაური: "ძალიან რთული რამ მოხდა, მაგრამ ღმერთი ამბობს - "გსჯი, რადგან მიყვარხარო"
1 / 2
Next
"ვმღეროდით და ხალხისთვის ბედნიერება მოგვქონდა როგორც საქართველოში, ისე მთელ დედამიწაზე. ჩვენი სამუშაო ეს იყო და არ ვყოფილვართ არასოდეს უკანა რიგში! ძირი და საძირკველი, რაც ადამიანს ბაავშვობიდან აქვს ჩაყრილი, შემდეგ თავისთავად თავის ნაყოფს გამოიღებს. ჩვენი სიცოცხლის და ცხოვრების სახლი ქვიშაში არ არის აშენებული. მგონია რომ მყარად კლდეზე დავაფუძნეთ ჩემი და ლილის ოჯახი, ის შენობა, რომეელიც ახლაც კარგად და მყარად დგას!" - ცნობილი მომღერალი თემურ წიკლაური თავის ბავშვობაზე, ოჯახურ იდილიასა და უდიდეს ტკივილზე გულახდილად გვესაუბრა...

- ჩვეულებრივი მშობლები მყავდა, მკაცრები არ ყოფილან...
სოფელში ვიზრდებოდი, სოფელს სხვა წესები აქვს და იქ ბავშვი სხვანაირად იზრდება, ვიდრე ქალაქში. სოფელში კიდეც უნდა დაბარო, გათოხნო, ტყიდან შეშა უნდა მოიტანო, ცული უნდა იხმარო... ადრინდელი სოფელი ასეთი იყო და ახლა ჩემს სოფელში გაზია გაყვანილი და შეშამ და ღუმელმა დაკარგა თავისი ფუნქცია...

18 წლის რომ გავხდი, უცხო ენებზე ჩავაბარე და ცოტაოდენ მოვწყდი სოფელს. სიმღერა დავიწყე, ანსამბლში ვმღეროდი და მსოფლიოს 80 ქვეყანა მაქვს მოვლილი. 50 წელია სცენაზე ვარ... თუმცა აქვეა ჩემი კოჯორი და ჩასვლას მაინც ვახერხებდი. ახლა კოჯორი ქალაქად ითვლება, ადრე სოფელი იყო და შემდეგ - დაბა, კურორტი... მიწაზე მუშაობა დიდი მადლია, ადამიანს აკეთილშობილებს.
პატარაობიდანვე ისე ვიზრდეობოდი, რომ რაც საჭირო იყო ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. ადამიანი უნდა გრძნობდე რომ შენ თვითონ ქმნი და არ ხარ მხოლოდ მჭამელი, მომხმარებელი, პარაზიტი... ზოგისთვის მისაღები ფორმაა მთელი ცხოვრება პარაზიტად იყოს. ჩვენ კი შრომა ავირჩიეთ და ოჯახში ყველა ვმუშაობდით... ვთოხნიდით, ვბარავდით და რაც იყო სოფლის საქმე, ყველაფერს ვასრულებდით.
mshoblebi
- ოჯახი როდის შექმენით?
- მოგეხსენებათ ჩემი მეუღლეც მომღერალია, მთელი ცხოვრება ერთად ვდგავართ სცენაზე... ოჯახი შევქმენით, სცენაზე არ იყო სათოხარი და საბარავი და ჩვენი საქმით – სიმღერით ვიყავით დაკავებული. იმას ვაკეთებდით, რისი ნიჭიც უფალმა მოგვანიჭა. ვმღეროდით და ხალხისთვის ბედნიერება მოგვქონდა როგორც საქართველოში, ისე მთელ დედამიწაზე. ჩვენი სამუშაო ეს იყო და არ ვყოფილვართ არასოდეს უკანა რიგში! ძირი და საძირკველი, რაც ადამიანს ბაავშვობიდან აქვს ჩაყრილი, შემდეგ თავისთავად თავის ნაყოფს გამოიღებს. ჩვენი სიცოცხლის და ცხოვრების სახლი ქვიშაში არ არის აშენებული. მგონია რომ მყარად კლდეზე დავაფუძნეთ ჩემი და ლილის ოჯახი, ის შენობა, რომეელიც ახლაც კარგად და მყარად დგას!

- როგორ იხსენებთ იმ წუთებს, როდესაც მამა გახდით?
- მშობელი რომ გახდეს ადამიანი, ეგ ერთ-ერთი დანიშნულებაა, თუ რატომ არის იგი დედამიწაზე და ცოცხლობს. მამობის აღქმა რასაკვირველია არაჩვეულებრივი იყო. სიტყვებიც არ მყოფნის, არ ვიცი რა სიტყვებით უნდა გადმოვცე ის ამაღლებული გრძნობა. შვილის აღზრდაა მთავარი და პირადი მაგალითის ჩვენება... ახლა კიდევ სხვა დრო დადგა, მაგრამ ყოველთვის რჩება ადამიანს იმის დრო და საშუალება, თავის ნაშიერს მოუაროს... ეს იმას ჰგავს ტყეში რომ გაუშვებ ცხვარს ან საქონელს და რომ არ მიედევნები. მაშინ ან მგელი შეჭამს და ან მგლის შვილი. ბავშვიც სანამ გამოცდილებას შეიძენს, აუცილებელია დიდი ყურადღება, სხვანაირად ვერ გაიზრდება... მკაცრი მამა არასოდეს ვყოფილვარ - სამართლიანი ვარ, უფრო მეგობრული და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით... ამ ცხოვრებას ისე ვუყურებ, რომ სიკვდილი და სიცოცხლეც დიდი პასუხისმგებლობაა.

- ცხოვრებაში ძალიან დიდი ტკივილი შეგხვდათ, შვილი დაკარგეთ...

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
40321
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (5)
10:18 / 27-11-2017
ბესო
ბატონი თემური ჩვენი კოლორიტი, ნამდვილი ქართველი, უსაყვარლესი პიროვნებაა, ,,ივერია'' ეს ხომ ოქროს ფონდშია შესატანი, ბ-ნი ალექსანდრე ბასილაია ეს ხომ ლეგენდაა როგორც ყველა ივერიელია, ბ-ნო თემურ თქვენ გაიხარეთ თქვენს ოჯახთან ერთად, ახალგაზრდებო მიბაძეთ ამ ნამდვილ ქართველს რომ ხართ გადართულები სხვა ტალღაზე. უფალმა გაგაძლიეროთ ბატონო თემურ ქართველი ხალხის სიამაყევ.
14:30 / 26-11-2017
თამარი
გვიყვარხართ ბათონო თემურ, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, გაგვახარეთ თქვენი სიმღერებით კიდევ არაერთი წელი!
00:09 / 26-11-2017
ნანა
მახსოვს იმ დროინდელი მისი სიმღერები, ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. საუკეტესო ადამიანი
00:21 / 25-11-2017
ნინი
საუკეთესო ადამიანი, არასდროს დამავიწყდება როგორ მედგა გვერდით ავარიის დროს, სანამ არ გაიგო, რომ ცოცხლები ვიყავით ყველა არ დაგვტოვა, სავადმყოფოშიც კი წამოგვყვა, საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა მის მანქანას, მაგრამ არაფერი მინდაო.
21:53 / 24-11-2017
ლაშა
განათლებული ადამიანის პასუხებია
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
13.12.2017
ახალგაზრდა მამის ფოტომ ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
10.12.2017
"გავედი და შევხედე, დედა ერთ-ერთ ბავშვს წიხლს როგორ ურტყამდა და მაშინვე ყველაფერს მივხვდი..."
09.12.2017
როგორ მოახერხა, რომ არ ჰქონოდა შვილებთან კონტაქტი და ვინ არიან მისი შვილები
14.11.2017
"ამ ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ჩემი მეუღლის დამსახურებაა..."
13.11.2017
რას სწავლობენ მამები შვილებისგან? სასაცილო მომენტები ილუსტრაციებად
04.11.2017
"არ მინდა ჩემმა გოგონებმა იფიქრონ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მათ მამაკაცი სჭირდებათ"
02.11.2017
უყურებენ თუ არა მისი შვილები "ჩემი ცოლის დაქალებს" და რა მძიმე პერიოდი გამოიარა ცხოვრებაში - გულახდილი ინტერვიუ




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31