"მე აუცილებლად ისევ შენ აგირჩევდი შვილად..." ნიკა ქავთარაძე სამი შვილის მამაა. მართალია, ნიკა, პირველ მეუღლეს გაშორებულია და მასთან ერთად აღარ ცხოვრობს, მაგრამ ბავშვებთან აქტიური ურთირთობა აქვს და მათთან ერთად თავისუფალ დროს ხშირად ატარებს ხოლმე.
დღეს ნიკას ბიჭს, სანდროს დაბადების დღე აქვს. ამ მნიშვნელოვან დღეს მამა ემოციურ პოსტს უძღვნის და 14 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს:
„14 წლის წინ, მთლად გააზრებული არ მქონდა, რა ხდებოდა ჩემს თავს.
მიხაროდა, რადგან ძირითადად უხარიათ ხოლმე ასეთ დროს. ვიღებდი მილოცვებს, ვუჭახუნებდი შამპანურით სავსე ჭიქებს ჩაჩავას ეზოში შეკრებილ ოჯახის წევრებს და მეგობრებს.
ყოველ ყურის აწევაზეც ვხუმრობდი. მოკლედ, კარგად ვთამაშობდი როლს.
დღეს კი ზუსტად ვიცი, რომ 14 წელია უმაგრესი ბიჭის მამა ვარ.
სანდრო, გილოცავ, ჩემო სიამაყევ.
არ ვიცი, თავიდან რომ შეგეძლოს მამის არჩევა, მე ამირჩევდი თუ არა... მაგრამ მე აუცილებლად ისევ შენ აგირჩევდი შვილად.
#სანდრო
#ჩემიშვილები“.
თეკლა ჟვანია