"დედობა ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე კაცებს გვგონია, დედობა ყველაზე დიდი გმირობაა!"
"დედობა ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე კაცებს გვგონია, დედობა ყველაზე დიდი გმირობაა!"
ქართველი პოეტის, ზურა სალუქვაძის მიერ  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც იგი თავისი პატარა შვილის, ელენას შესახებ წერს, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.   

"სახლში ხშირად ხმაურით შესვლა მჩვევია და თუ ისე მოხდება, რომ მძინარე ელენას შემთხვევით გავაღვიძებ ხოლმე, ნინჩიკა ისეთი მკვახე ტონით მომაჯახებს " ეხლა ადექი და შენ დააძინეო", რომ რამდენჯერ გამიფიქრია, ამ ჩემს ცოლს მე მგონი აღარ ვუყვარვარ-თქო.... 
mshoblebi
ამას წინათ ისე მოხდა, რომ მე დავაძინე ელენა. თითქმის 40 წუთი ხელში მყავდა, წინ და უკან ვატარებდი, ვარწევდი და იავნანასაც კი ვუმღეროდი. შემდეგ,
როგორც იქნა, ლოგინში ჩავაწვინე და დამატებითი 40 წუთი დამჭირდა,  რომ ჩემს მკლავებში ასე ძლივს მიძინებული გაზაფხული უფრო ღრმად მიმეძინებინა და ბოლოს ეს გაბუჟებული ხელიც გამომეცურებინა მისი თავის ქვეშიდან...
ამასობაში, როგორც ჩანს, მეც ჩამძინებია და სწორედ ამ დროს ოთახში ფეხაკრეფით და თითქმის შეუმჩნევლად შემოსულ ნინჩიკას ეს ფოტო გადაუღია. გამეღვიძა და ვეუბნები: ახლა რომ ვინმემ ბავშვი გამიღვიძოს, მზად ვარ მკვლელობა ჩავიდინო-თქო. 
კი გადმომხედა ნიშნის მოგებით, მარა არაფერი უთქვამს.....
დედობა ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე კაცებს გვგონია, დედობა ყველაზე დიდი გმირობაა!"

როცა ელენა ქვეყანას მოევლინა ზურამ ახალშობილის ვიდეოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. იხილეთ ვიდეო.







2699
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```