"გაბრიელის გამო მეც და ჩემმა მეუღლემაც შევიცვალეთ პროფესიები..." - მამის ემოციური წერილი
"გაბრიელის გამო მეც და ჩემმა მეუღლემაც შევიცვალეთ პროფესიები..." - მამის ემოციური წერილი
1 / 2
Next
„მე ვარ ბესარიონ ცინცაძე 32 წლის. მყავს ერთი ვაჟი, გაბრიელ ცინცაძე 5 წლის. გაბრიელი ისე იზრდებოდა, თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობდა. პირველად ეჭვი გაგვიჩნდა, როდესაც გაბრიელმა ფეხი აიდგა და კედლებს ან სხვა ნივთებს ეჯახებოდა. ეს იყო საფუძველი ჩვენი ექიმთან მისვლის, რომელმაც უკვე დაახლოებით წლი-ნახევრის ასაკში გვითხა, რომ ეს სავარაუდოდ იყო აუტისტური სპექტრის აშლილობა.

მე და ჩემი მეუღლე დავბრუნდით სახლში ისე, რომ ნორმალურად და სრულყოფილად არც კი აუხსნიათ, რას ნიშნავდა აუტიზმი. ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად მოვიძიეთ ინტერნეტით ინფორმაცია და დავიწყეთ შესწავლა. რა
თქმა უნდა, ამის გააზრება ძალიან რთული იყო, მაგრამ გაცილებით სტრესული გახლდათ ის ფაქტი, რომ ქუთაისში დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ქალაქში ჩვენი შვილისთვის არანაირი სერვისი არ არსებობდა, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარებოდა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაც იყო, ნათესავები ამბობდნენ, რომ ჩვენი მხრიდან არავინ არ ყოფილა ასეთი და ალბათ მეორე მხრიდან არის და მსგავსი აბსურდული მოსაზრებები.

ძალიან რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მოგვიწია ჩვენი სახლის, ქალაქის დატოვება და თბილისში გადმოსახლება იმისათვის, რომ გაბრიელი ჩაგვერთო სხვადასხვა თერაპიულ და სარებილიტაციო პროგრამაში. ალბათ ბევრმა იცის, რამდენი ვიბრძოლეთ, რომ გაბრიელი პროგრამაში მოხვედრილიყო და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მივაღწიეთ სასურველ მიზანს. ჩვენ
დავტოვეთ ოჯახი, სახლი, მეგობრები, სამსახურები. მეც და ჩემმა მეუღლემაც დავწერეთ განცხადებები და ნებით წამოვედით სამსახურიდან და ისე მოხდა, რომ გაბრიელის გამო მეც და ჩემმა მეუღლემაც შევიცვალეთ პროფესიები. მე ინჟინერი ვარ პროფესიით და 6 წელი ენერგო კომპანიაში ვმუშაობდი, მაგრამ წამოვედით.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
16661
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
გააქტიურდით მამებო !
0
იმედია მამების ფსიქოლოგიაც ნელ ნელა შეიცვლება.ამ ძვირფას მშობელს კი წარმატებები ამ რთულ გზაზე
22:31 / 04-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```