ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!
დიდხანს ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ამ თემის შესახებ, რადგან ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რამდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის. იმდენად, რომ სხვას აღარაფერს შეუძლია მატკინოს.ნებისმიერი სახის ინტეგრაციას საზოგადოებაში, მისი მხრიდან სწორი და ადეკვატური რეაქცია განსაზღვრავს.
ხშირად ადამიანების მხრიდან არასწორ მიდგომებს შეუძლიათ უფრო გააღრმავონ არსებული ამა თუ იმ სახის პრობლემა.
რაც შეეხება ჩვენი შვილების პრობლემებს, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს ღრმად გვწამს და გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება! საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქუჩაში, დაუფიქრებლად, გაუაზრებლად მათი მისამართით
ჩემმა შვილმა პირველად მაშინ გამოიყენა სიტყვა "ცოდოა" , როდესაც რამდენიმე წლის წინ, პირველად გადავწყვიტეთ მისი საბავშვო ბაღში შეყვანა, რადგან ბავშვებთან კონტაქტი ბცდ-ს მქონე (ბავშვთა ცერებრალური დამბლა - რედ.) ბავშვების რეაბილიტაციის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთ-ერთმა "კეთილის მსურველმა", მეტიც - მასწავლებელმა (რა თქმა უნდა, შეგნებულად არ ვასახელებ, საბავშვო ბაღს და მასწავლებლის ვინაობას) მისი და პოტენციური ჯგუფელების თანდასწრებით იკითხა: "რა სჭირს
ეს, რა თქმა უნდა, არაა სისტემის ბრალი, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში ამ კუთხით დაწყებული სასიკეთო ნაბიჯების შესახებ. აქ პრობლემა ცალკეული ინდივიდია, რომელსაც ასე ესმის და მორჩა.
"გაბრიელის გამო მეც და ჩემმა მეუღლემაც შევიცვალეთ პროფესიები..." - მამის ემოციური წერილი
მოკლედ, ჩემი თხოვნა/მოთხოვნაა:
- არასოდეს იკითხოთ მათი პრობლემის შესახებ მათივე თანდასწრებით!
- არასოდეს გამოხატოთ მათ მიმართ სიბრალულის ემოცია!
- შეხვდით და შეხედეთ მათ ისე, როგორც ეურთიერთებით ჯანმრთელობის პრობლემების არმქონე ბავშვებს.
- ნუ მოყვებით მსგავსი პრობლემის ბავშვები ისტორიებს! (დამიჯერეთ, ასეთი თქვენზე მეტი ვიცით. მე პირადად უამრავი მსგავსი, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვი მომინახულებია მათი მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით).
ამ ყველაფრის გათვალისწინება მათ ჯანმრთელობაზე მხოლოდ დადებითად აისახება და შესასრულებლად არც ისე რთულია.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ შშმ პირები არ არიან საზოგადოებისათვის საშიშნი, ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, განსხვავება ისაა, რომ მათ ზოგიერთი აქტივობის განხორციელება ან სრულიად არ შეუძლიათ ან ისე ზედმიწევნით ვერ ასრულებენ, როგორც ჩვენ.
ასევე დიდი პრობლემაა ეგრედწოდებულ "ტროტუარებზე" მოხერხების შესაბამისად დაყენებული ავტომობილები, "ტროტუარიდან-ტროტუარზე" გადასასვლელი პანდუსების არარსებობა...
- რამდენჯერაც ავტომობილის "დაპარკინგებას" გადაწყვეტთ იქ, სადაც არაა მისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილი, გაიხსენეთ, რომ იქ შეიძლება მე და ჩემმა შვილმა გამოვიაროთ საბავშვო ეტლით და სწორედ თქვენ გახდეთ, ჩვენი ისედაც რთული გზის უფრო გართულების მიზეზი.
და ბოლოს:
- ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები! და ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, მათ მხოლოდ ერთხელ ჩაეხუტოთ!
- ჩვენ ერთად ვიბრძვით და ვცდილობთ, რომ ამ ბრძოლას ჰქონდეს შედეგი.....
დავით მოსიაშვილი