"15 წელია მამა ვარ, დღეს პირველად ვთქვი შვილზე უარი, ბოდიშს ვუხდი ახლობლებს, რომ..."
"15 წელია მამა ვარ, დღეს პირველად ვთქვი შვილზე უარი, ბოდიშს ვუხდი ახლობლებს, რომ..."
მომღერალი გიორგი პაპკიაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. "დღეს პირველად ვთქვი შვილზე უარი!
უკვე 15 წელია მამა ვარ...

ჩვენი პირველი შეხვედრაც კარგად მახსოვს: გემრიელი, ძალიან გემრიელი სუნი, ნამცეცივით პატარა იყო, წერტილივით ცხვირი ჰქონდა, რომელზეც ხშირად ვკბენდი.

პირველად მამა რომ დამიძახა, სიხარულისგან ყვირილი დავიწყე. ხალხში სპეციალურად ვიქცეოდი ისე, რომ მამა დაეძახა და ყველას სცოდნოდა, რომ ეს მაგარი ბიჭი ჩემი იყო... ის კი ისედაც სულ მამას გაიძახოდა)) თუ დედა დატუქსავდა, მორბოდა ყვირილით: "მამა, მამა, დედა გამოაჯანმრთელე, მეჩხუბებაო" (ეს ასეთი ხუმრობა გვქონდა ჯანმრთელობასთან
დაკავშირებით).

მერე წამოიზარდა, ვუკითხავდი ზღაპრებს, ვსეირნობდით, ვთამაშობდით, ერთად ვაწყობდით პაზლებს და ასე გაგვყავდა დღე) ბაღში და შემდეგ პირველ კლასშიც მე შევიყვანე. აქაც ემოციები და სიამაყე მავსებდა, რადგან ძალიან ნიჭიერი და გონებაგახსნილი იყო... როცა ცუდად იყო, მუცელზე მაწვებოდა, გულზე დამადებდა თავს და დილამდე გაუნძრევლად ეძინა ხოლმე))

ასე მეგობრულად ვცხოვრობდით 7 წლის მანძილზე მანამ, სანამ მეუღლეს არ
დავშორდი...

რა თქმა უნდა, ეს რთული პროცესი იყო და ბევრი სირთულე ახლდა.

იმ დღის მერე რამდენიმეჯერ ვნახე, სკოლისთვის წიგნები ვუყიდე და გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.

აი, უკვე რამდენი წელია გასული და არასოდეს არ დამვიწყებია, ყოველთვის ვიხსენებ ჩემთვის, ყოველთვის მენატრება და რა თქმა უნდა, მიყვარს. არასოდეს მითქვამს მასზე უარი. სულ ვიცოდი, რომ მამა ვარ და მყავდა შვილი... განაგრძეთ კითხვა
15602
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```