ყოველ ჯერზე, როდესაც მისი გოგონა ტირილს იწყებს, მამა გამოსცემს ამ ხმებს
იაპონელებს სჯერათ, რომ ბავშვის ტირილი ბოროტ სულებს განდევნის და უზრუნველყოფს ჯანმრთელი ბავშვის გაზრდას. გამოუცდელ მშობლებს კი ბავშვის ტირილის ეშინიათ: მათ ჰგონიათ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებენ და დამნაშავედ გრძნობენ თავს. ასევე ბავშვის ტირილის ხმა გამაღიზიანებლად მოქმედებს უფროსების ფსიქიკაზე.
კალიფორნიელმა ახალგაზრდა მამიკომ მოიგონა ბავშვის მომენტალური დამშვიდების უნიკალური მეთოდი.
იხილეთ ვიდეო
მამამ ატირებული ბავშვის 15 წუთში დაწყნარების მეთოდს მიაგნო
როგორ დავამშვიდოთ მტირალა ბავშვი?
დანიელ ეიზენმენს ძალიან უყვარს თავისი გოგონა და ამაყად ატარებს მამის წოდებას. ისევე როგორც ყველა პატარა, დანიელის შვილიც დროდადრო აწყობს ტირილის შოუებს. მამამ შეიმუშავა მეთოდი, რომელიც ყოველთვის ეხმარება მას ბავშვის დამშვიდებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც მისი გოგონა ტირილს იწყებს, მამა გამოსცემს ხმებს "ო-ო-ო-მ-მ-მ". მაქსიმუმ 15 წამის განმავლობაში სახლში სიჩუმე ისადგურებს. ახალგაზრდა მამამ გადაიღო რამდენიმე ვიდეორგოლი, სადაც გამოსცემს ზემოთ აღნიშნულ ხმებს. ბევრმა მშობელმა კომენტარებში აღნიშნა, რომ გამოიყენა ეს მეთოდი და შედეგმაც არ დააყოვნა.
სპეციალისტებმა ასე ახსნეს ამ მეთოდის ეფექტურობა. როდესაც ის ამბობს "ო-ო-ო-მ-მ-მ-მ"-ს, ის იმიტირებას უკეთებს ისეთ ხმებს, რაც მუცლად ყოფნის პერიოდში ესმის ბავშვს. იმდენად, რამდენადაც პატარები მიჩვეული არიან ამ ხმას, ისინი მშვიდდებიან და ჩუმდებიან. თუ ტირილის დროს გულზე დავიწვენთ და ისე გამოვცემთ ხმებს, ვიბრაციის წყალობით ის მაშინვე დამშვიდდება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მშობლებისათვის.