ტაქსისტის 2 წლის შვილის ამბავმა სოცქსელის მომხმარებლები ააღელვა: "დავინახე, დედაჩემი როგორ სცემდა და მთელი დღე ჩემთან, მანქანაში მყავსო"
ტაქსისტის 2 წლის შვილის ამბავმა სოცქსელის მომხმარებლები ააღელვა: "დავინახე, დედაჩემი როგორ სცემდა და მთელი დღე ჩემთან, მანქანაში მყავსო"
სოციალურ ქსელში ზოგჯერ ერთი პოსტი კმარა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ემოცია გამოიწვიო. ვფიქრობთ, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის ეს პოსტი ბევრს დააფიქრებს ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობაზე.
"დღეს ტაქსი გავაჩერე და უკან ჩაჯდომას რომ ვაპირებდი, დავინახე, ბავშვს ეძინა სავარძელზე. მძღოლს ვეუბნები, დაკავებული ხართ-თქო? არა, ჩემი შვლიაო. ჩავჯექი, ბავშვი 43 გრადუს სიცხეში ოფლად იღვრებოდა. რატომ გყავთ აქ-მეთქი, ვკითხე და ასე მითხრა, დედაჩემს დავუტოვეო, მაისურის გამოსაცვლელად რომ შევბრუნდი, დავინახე, როგორ სცემდაო, წამოვიყვანე და მთელი დღე აქ მყავსო. უკვე მეორე შემთხვევაა ესო. მირჩევნია აქ მყავდეს, ჩემ გვერდით, ასე
წვალობდეს, ვიდრე ისე მოექცნენ, როგორც ექცევიანო. გული დამეწვა.  თან სულ სველი იყო, მიგდებული, ცუდად გავხდი. რით უნდა შეეწუხებინა 2 წლის ბავშვს, რომ ასე გამეტებით ეცემა", - ნათქვამია პოსტში.
11230
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
აბა
1
მარტო ვიშვიში და პოსტის გაზიარება არ კმარა მოიყვანეტ და დატოვეტ ჩემტან, და ბევრი ეგეტიც გამოჩნდება ვონც პატარა ს დაიტოვებს
16:00 / 13-07-2018
მმ
0
ძალიან შემეცოდა პატარაც და მამამისიც :( არ ვიცი ოჯახური მდგომარეობა როგორი აქვთ, მაგრამ სავარაუდოდ, დედის გარდა სხვა დამტოვებელი ბავშვის არ ჰყავს ამ კაცს. მივესალმები მის საქციელს, მიუხედავად იმისა, რომ სიცხეში და მთელი დღე გზაზე წვალობს პატარა, რომელიც ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, ასეთი წვალება "ჯობია" ცემის ატანას და ფსიქიკის დაზიანებას. მოძალადეზე რა ვთქვა არ ვიცი, კარგს რომ ვერაფერს იტყვი, ფაქტია. მაგრამ მამის საქციელი დასაფასებელია, არ არის ადვილი, მთელი დღე პატარა ბავშვით იმუშაო, ყურადღების მიქცევაც ხომ უნდა. მაგრამ, დიდი ალბათობით სხვა (დედაც და მამაც) უბრალოდ კარს გამოიხურავდა და წამოვიდოდა (რაც ძალიან დასანანია, მაგრამ ჯერ კიდევ ქართული რეალობაა სამწუხაროდ). დიდი იმედი მაქვს, მამა იპოვის რამე გამოსავალს, რომ პატარა უსაფრთხოდ და საიმედოდ დაუტოვოს ვინმეს და ტაქსით მისი ტარება მხოლოდ დროებითი გამოსავალია. ღმერთო, დაიფარე ყველა პატარა წვალებისგან, ტანჯვისა და უსამართლობისგან და მიეცი ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა!
10:49 / 12-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?