„რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა“ - როგორი მამაა გია ბაღაშვილი
„რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა“ - როგორი მამაა გია ბაღაშვილი
1 / 2
Next
გია ბაღაშვილი ულამაზეს მეუღლესთან, თამუნა ტაბატაძესთან ერთად 4 შვილს ზრდის. ტრადიციულ ქართულ ოჯახში დედას და მამას ფუნქციები გადანაწილებული აქვთ და ბავშვების აღზრდა-განვითარებაში თანაბრად არიან ჩართულნი. ერთი წლის წინ, ხელოვანთა ოჯახს ერთი ახალი წევრი - ანასტასია შეემატა, რომელმაც კიდევ უფრო დიდი სიხარული და ბედნიერება შესძინა ბაღაშვილი-ტაბატაძის წყვილს. მათთან ინტერვიუ სწორედ ანასტასიას გაცნობით დავიწყეთ. 

- ოჯახში ახალი წევრი გყავთ, რომელიც საზოგადოებას ჯერ ახლოს არ გაუცნია, მეტი მოგვიყევით მის შესახებ...

გია:

- ჩვენი მეოთხე

გოგონა ანასტასია დაიბადა 2017 წლის 27 ივლისს და არის საოცარი ადამიანი; მამიკოს დიდი მეგობარი და გამხარებელი. არ მახსოვს შემთხვევა, რომ მასთან ოთახში შევიდე, ან უბრალოდ თვალი მომკრას და თბილად არ გამიღიმოს. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, ამ დროს სრული შეგრძნება მაქვს, რომ ახლიდან ვიბადები. მგონია, რომ ასეთ მომენტში გაქვს კაცს ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ცხოვრების აზრი.

თამუნა:

- ანასტასია ძალიან ხალისიანი და მშვიდი გოგონაა. უკვე 1 წლისაა და ნელ-ნელა გვაოცებს თავისი პატარ-პატარა "აღმოჩენებით’’. ინტერესით ეცნობა გარე სამყაროს. განსაკუთრებით უყვარს დაიკოებთან თამაში.

გია:
- ისე, აქვე, თამუნას სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ანასტასია დღემდე ბუნებრივ კვებაზე ჰყავს!

- როგორ შეხვდნენ დები პატარას?

გია:

- დები დიდი

სიხარულით შეხვდნენ ანასტასიას მოვლინებას ამქვეყნად. ნინის ეჭვიანობის ეტაპი გავლილი ჰქონდა ჯერ ლიზას, ხოლო შემდეგ მარიამის დაბადების შემდეგ. ლიზამ, თავის მხრივ ეჭვიანობის ეტაპი ამოწურა მარიამთან დაკავშირებით. ასე, რომ, უფროსებს მხოლოდ დადებითი მოლოდინი ჰქონდათ. მათ კვალდაკვალ, მარიამიც ისეთი სიხარულით განეწყო მასზე უმცროსი დაიკოს შესახვედრად, რომ საერთოდ არ ჰქონია ეჭვიანობის ნატამალიც კი. ძალიან საყვარელი სანახავია, ,როდესაც ოთხივე ერთად თამაშობენ ანასტასიას მანეჟში (იცინის).

mshoblebi

- გინდოდათ, რომ მრავალშვილიანი ოჯახი გქონოდათ, თუ უბრალოდ ასე მოხდა, რომ დღეს 4 გოგოს მშობლები ხართ?

გია:

- ახალ ბინაში გადმოსვლის დროს, ნივთების გადმოტანისას, წავაწყდი ჟურნალს, სადაც, ჩემი და თამუნას 9 წლის წინანდელი, პირველი ერთობლივი ინტერვიუ იყო დაბეჭდილი. იქ ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რამდენი შვილის ყოლას ვაპირებდით, ასე ვპასუხობთ: სულ მცირე ოთხი შვილის, დანარჩენი როგორც ღმერთი მოგვცემს. ნეტავ ჩვენი პოლიტიკოსები ასრულებდნენ წინასაარჩევნო დაპირებებს ისე პირნათლად, როგორც ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება (იცინის).

- რა სირთულეებთან არის მრავალშვილიანობა დაკავშირებული?

თამუნა:

- მრავალშვილიანობა უდიდესი ბედნიერება და ღვთის საჩუქარია. არაფერი შეედრება პატარების ჟრიამულით გამოწვეულ სიხარულს. რაც შეეხება სირთულეებს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის დროისა და ყურადღების თანაბრად განაწილებასთან არის დაკავშირებული.

გია:

- კიდევ ერთ სირთულეს დავამატებდი, ეს არის მშობლის, ძირითადად, რა თქმა უნდა, დედის უძილო ღამეები. არაერთხელ მიფიქრია, წლების მანძილზე, ძილის დეფიციტის მიუხედავად, როგორ ახერხებს თამუნა, ყველას გაგვინაწილოს მაქსიმალური ყურადღება და სითბო. საიდან იღებს ამხელა ენერგიას? ალბათ, პირველ რიგში, თავად პატარებისგან.
mshoblebi

თამუნა:

- რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა. გია არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია თამამად დავეყრდნო ნებისმიერ სიტუაციაში და მისი იმედი მქონდეს. ამასთან, ძალიან მზრუნველია და ყოველთვის ახერხებს ჩემთვის სიხარულის მონიჭებას.

- როგორია აღზრდის თქვენეული მიდგომები - ხართ მკაცრები და ფიქრობთ, რომ დიახ, შენიშვნებით უნდა ისწავლონ ბავშვებმა, თუ პირიქით, ცდილობთ, ნაკლებად დასტრესოთ პატარები და არ მისცეთ შენიშვნა გამოუვალი მდგომარეობის გარდა..?

გია:

- ვფიქრობ, მთავარია სიყვარულის გარემოში იზრდებოდნენ ბავშვები. შენიშვნებსა და შეგონებებზე მეტად, კი, რა თქმა უნდა, პირადი მაგალითი მოქმედებს. კარგი გამონათქვამია თუ გინდა ბავშვში რაიმე შეცვალო, საკუთარ თავში შეცვალე და ის შენ მოგბაძავსო.

თამუნა:

- გია იდეალური მამაა და გოგონების დიდი მესაიდუმლეა. სამსახურიდან დაბრუნებულს უზიარებენ დღის ამბებს და უკვე რჩევებსაც ეკითხბიან. ძალიან უყვართ მამიკოსთან თამაში და ხშირად რეპეტიციებზეც დაყვებიან. მიხარია, რომ გიას და მე ერთნაირი ხედვა გვაქვს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით.

გია:

- თამუნა არაჩვეულებრივად ახერხებს ბავშვებთან ურთიერთობაში ბალანსის შენარჩუნებას სითბოსა და კონტროლს შორის. საერთოდ ამ ბალანსის გამოძებნა უმთავრესი რამ მგონია პატარების სწორად აღზრდის საქმეში, რათა ერთი მხრივ, გარკვეული წესების დაცვას მიეჩვიონ ხოლო მეორე მხრივ, არ მოაკლდეთ სიხარული და დადებითი ემოციები.

- თამუნა, ოთხი შვილის დედა ხართ, როგორ ინარჩუნებთ ფორმას?

- ფორმის შენარჩუნებისთვის, როგორც წესი დიდი ძალისხმევა არ მჭირდება ხოლმე. ოთხი ბავშვის მოვლა თავისთავად მუდმივი ვარჯიშია (იცინის). თუმცა, როცა დრო მაქვს, ვცდილობ დავკავდე სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით, როგორიცაა ქართული ცეკვის რეპეტიციები, ფიტნესი და ფეხით სიარული გიასთან და ბავშვებთან ერთად.


- თქვენს ოჯახში არსებობს „კაცის“ და „ქალის“ საქმე?? თუ საჭიროების მიხედვით ინაწილებთ საკეთებელს?

თამუნა:

- გიას ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს, ამიტომ, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვარიდო საოჯახო საქმეები.


- აპირებთ კიდევ შვილების ყოლას?

თამუნა:

- შვილები ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ვფიქრობ, რაც მეტი პატარა იქნება ოჯახში, მით მეტი სიხარულია.


- როგორ ფიქრობთ, მზრუნველობის გარდა რა არის მთავარი შვილებისა და მშობლების ურთიერთობაში?

გია:

- გულწრფელობა, ბავშვის პიროვნული ღირსების პატივისცემა და უპირობო სიყვარული.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და გაიცანით პატარა დები
1 / 2
Next
16486
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამარი
1
ძალიან მიყვარს ეს ოჯახი . ღმერთმა ამრავლოს და დალოცოს.
19:10 / 31-07-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?