„გიას ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს, ამიტომ, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვარიდო საოჯახო საქმეები...“ გია ბაღაშვილი ულამაზეს მეუღლესთან, თამუნა ტაბატაძესთან ერთად 4 შვილს ზრდის. ტრადიციულ ქართულ ოჯახში დედას და მამას ფუნქციები გადანაწილებული აქვთ და ბავშვების აღზრდა-განვითარებაში თანაბრად არიან ჩართულნი. ერთი წლის წინ, ხელოვანთა ოჯახს ერთი ახალი წევრი - ანასტასია შეემატა, რომელმაც კიდევ უფრო დიდი სიხარული და ბედნიერება შესძინა ბაღაშვილი-ტაბატაძის წყვილს. მათთან ინტერვიუ სწორედ ანასტასიას გაცნობით დავიწყეთ.
- ჩვენი მეოთხე გოგონა ანასტასია დაიბადა 2017 წლის 27 ივლისს და არის საოცარი ადამიანი; მამიკოს დიდი მეგობარი და გამხარებელი. არ მახსოვს შემთხვევა, რომ მასთან ოთახში შევიდე, ან უბრალოდ თვალი მომკრას და თბილად არ გამიღიმოს. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, ამ დროს სრული შეგრძნება მაქვს, რომ ახლიდან ვიბადები. მგონია, რომ ასეთ მომენტში გაქვს კაცს ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ცხოვრების აზრი.
თამუნა:
- ანასტასია ძალიან ხალისიანი და მშვიდი გოგონაა. უკვე 1 წლისაა და ნელ-ნელა გვაოცებს თავისი პატარ-პატარა "აღმოჩენებით’’. ინტერესით ეცნობა გარე სამყაროს. განსაკუთრებით უყვარს დაიკოებთან თამაში.
გია:- ისე, აქვე, თამუნას სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ანასტასია დღემდე ბუნებრივ კვებაზე ჰყავს!
- დები დიდი სიხარულით შეხვდნენ ანასტასიას მოვლინებას ამქვეყნად. ნინის ეჭვიანობის ეტაპი გავლილი ჰქონდა ჯერ ლიზას, ხოლო შემდეგ მარიამის დაბადების შემდეგ. ლიზამ, თავის მხრივ ეჭვიანობის ეტაპი ამოწურა მარიამთან დაკავშირებით. ასე, რომ, უფროსებს მხოლოდ დადებითი მოლოდინი ჰქონდათ. მათ კვალდაკვალ, მარიამიც ისეთი სიხარულით განეწყო მასზე უმცროსი დაიკოს შესახვედრად, რომ საერთოდ არ ჰქონია ეჭვიანობის ნატამალიც კი. ძალიან საყვარელი სანახავია, ,როდესაც ოთხივე ერთად თამაშობენ ანასტასიას მანეჟში (იცინის).
- ახალ ბინაში გადმოსვლის დროს, ნივთების გადმოტანისას, წავაწყდი ჟურნალს, სადაც, ჩემი და თამუნას 9 წლის წინანდელი, პირველი ერთობლივი ინტერვიუ იყო დაბეჭდილი. იქ ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რამდენი შვილის ყოლას ვაპირებდით, ასე ვპასუხობთ: სულ მცირე ოთხი შვილის, დანარჩენი როგორც ღმერთი მოგვცემს. ნეტავ ჩვენი პოლიტიკოსები ასრულებდნენ წინასაარჩევნო დაპირებებს ისე პირნათლად, როგორც ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება (იცინის).
- მრავალშვილიანობა უდიდესი ბედნიერება და ღვთის საჩუქარია. არაფერი შეედრება პატარების ჟრიამულით გამოწვეულ სიხარულს. რაც შეეხება სირთულეებს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის დროისა და ყურადღების თანაბრად განაწილებასთან არის დაკავშირებული.
გია:
- კიდევ ერთ სირთულეს დავამატებდი, ეს არის მშობლის, ძირითადად, რა თქმა უნდა, დედის უძილო ღამეები. არაერთხელ მიფიქრია, წლების მანძილზე, ძილის დეფიციტის მიუხედავად, როგორ ახერხებს თამუნა, ყველას გაგვინაწილოს მაქსიმალური ყურადღება და სითბო. საიდან იღებს ამხელა ენერგიას? ალბათ, პირველ რიგში, თავად პატარებისგან.
თამუნა:
- რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა. გია არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია თამამად დავეყრდნო ნებისმიერ სიტუაციაში და მისი იმედი მქონდეს. ამასთან, ძალიან მზრუნველია და ყოველთვის ახერხებს ჩემთვის სიხარულის მონიჭებას.
- ვფიქრობ, მთავარია სიყვარულის გარემოში იზრდებოდნენ ბავშვები. შენიშვნებსა და შეგონებებზე მეტად, კი, რა თქმა უნდა, პირადი მაგალითი მოქმედებს. კარგი გამონათქვამია თუ გინდა ბავშვში რაიმე შეცვალო, საკუთარ თავში შეცვალე და ის შენ მოგბაძავსო.
თამუნა:
- გია იდეალური მამაა და გოგონების დიდი მესაიდუმლეა. სამსახურიდან დაბრუნებულს უზიარებენ დღის ამბებს და უკვე რჩევებსაც ეკითხბიან. ძალიან უყვართ მამიკოსთან თამაში და ხშირად რეპეტიციებზეც დაყვებიან. მიხარია, რომ გიას და მე ერთნაირი ხედვა გვაქვს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით.
გია:
- თამუნა არაჩვეულებრივად ახერხებს ბავშვებთან ურთიერთობაში ბალანსის შენარჩუნებას სითბოსა და კონტროლს შორის. საერთოდ ამ ბალანსის გამოძებნა უმთავრესი რამ მგონია პატარების სწორად აღზრდის საქმეში, რათა ერთი მხრივ, გარკვეული წესების დაცვას მიეჩვიონ ხოლო მეორე მხრივ, არ მოაკლდეთ სიხარული და დადებითი ემოციები.
- ფორმის შენარჩუნებისთვის, როგორც წესი დიდი ძალისხმევა არ მჭირდება ხოლმე. ოთხი ბავშვის მოვლა თავისთავად მუდმივი ვარჯიშია (იცინის). თუმცა, როცა დრო მაქვს, ვცდილობ დავკავდე სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით, როგორიცაა ქართული ცეკვის რეპეტიციები, ფიტნესი და ფეხით სიარული გიასთან და ბავშვებთან ერთად.
- თქვენს ოჯახში არსებობს „კაცის“ და „ქალის“ საქმე?? თუ საჭიროების მიხედვით ინაწილებთ საკეთებელს?
თამუნა:
- გიას ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს, ამიტომ, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვარიდო საოჯახო საქმეები.
- შვილები ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ვფიქრობ, რაც მეტი პატარა იქნება ოჯახში, მით მეტი სიხარულია.
- გულწრფელობა, ბავშვის პიროვნული ღირსების პატივისცემა და უპირობო სიყვარული.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და გაიცანით პატარა დები{{ArticleSplitCont}}
- უფროსი გოგონა, ნინი 8 წლისაა. ძალიან უყვარს ხატვა, მუსიკა, თუმცა მუსიკის მიმართ ინტერესს ყველა იჩენს, ანასტასიას ჩათვლით (იცინის). გარდა ამისა, ნინი ბალეტს სწავლობს ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქალბატონი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით. უყვარს კითხვა. ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით დაინტერესდა ბერძნული მითებით. ნინი ძალიან მოსიყვარულე და მგრძნობიარეა. 2 წლის იყო იყო, როდესაც ოთახში შემოვიდა და შეწუხებულმა მითხრა: "მამა, კოღომ დაუმსახურებლად მიკბინა". ნინის ფილოსოფიური კითხვები აქვს ხოლმე. 4 წლის იყო, როდესაც "ზოოტოპიაში" ყოფნისას გვკითხა: "თევზმა იცის რომ თევზია?" კარგა ხანს ვფიქრობდით, რა გვეპასუხა (იცინის).
თამუნა:
- ძალიან უყვარს, როდესაც ძილის წინ მამიკო უყვება ზღაპრებს. ოთხივეს განსაკუთრებული მეგობრობა აქვთ მამიკოსთან. ხშირად, როდესაც პატარას ვაძინებ, გიას ნინი, ლიზა და მარიამი გაჰყავს ხოლმე სასეირნოდ. ერთად ვარჯიშობენ და თამაშობენ ვაკის პარკში. სახლში დიდი ჟრიამულით ბრუნდებიან ხოლმე.
გია:
- ლიზა 6 წლისაა. იშვიათად ორგანიზებული და მოწესრიგებული ადამიანია. ხელოვნების მიმართ ინტერესი მასთანაც მკაფიოდაა გამოვლენილი. უყვარს სპორტული აქტივობებიც, პირველ რიგში, ტანვარჯიში. გამორჩეულად უდგას გვერდში დედიკოს და სიხარულით ეხმარება უმცროსი დაიკოების მოვლაში. ლიზას წელს დიდი სიახლე აქვს, სექტემბერში სკოლაში მიდის.
თამუნა:
- ერთი პერიოდი, ლიზას ძალიან უყვარდა მაკარონი. 3 წლის იყო, როცა უყურებდა მულტფილმს "კომბლე" და ასე წაიმღერა: "სპაგეტი და ჩახოხბოლი, ცხელი შოთის პურები" (იცინის). ერთხელ ლიზამ მითხრა, შენი ხათრით ვიბანავე, ჩავიცვი პერანგი და წინდებიო. მე რა გავაკეთო შენი ხათრით-მეთქი? მიპასუხა: "შენ უკვე მაჩუქე ანასტასია".
გია:
- მარიამი 3 წლისაა. ნინისთან და ლიზასთან ერთად დადის ჭოხონელიძეების სტუდიაში სიმღერაზე. ძალიან ვემადლიერებით დებ ჭოხონელიძეებს, საოცრად ახერხებენ ბავშვების შეყვანას ქართული სიმღერის უმდიდრეს ინტონაციურ სამყაროში.
თამუნა:
- მარიამი ,,ბაბუკას"" დიდი მეგობარია. ნინისთან და ლიზასთან ერთად ხშირად აკითხავს რეპეტიციებზე. მარიამსაც დიდი სიახლე აქვს, წელს პირველად მიდის ბაღში. ნინი და ლიზა დიდი სიხარულით ხვდებიან ამ ამბავს, რადგან მათ სკოლაშია ბაღიც და ყველანი ერთ სივრცეში იქნებიან დღის მანძილზეც. მარიამი უკვე წაიყვანეს სკოლის დასათვალიერებლად და მეგობრებიც გააცნეს. (იცინის)
გია:
- 2 წლის იყო მარიამი, როცა სირბილის დროს ხმაურით დაეცა იატაკზე, მშვიდად ამომხედა და მითხრა: "მამა, ჭექა-ქუხილი მომივიდა".
თამუნა:
- ანასტასიაზე ვიყავი ორსულად, როდესაც დედაჩემმა უთხრა მარიამს, იცი, დედიკოს მუცელში პატარა შვილი უზისო. მარიამმა ამოხედა და უთხრა: "კენგურუსაც ბებო".
გია:
- ერთხელ მარიამმა დედაჩემს უთხრა, მანანა ბებო, რომ დაგიპატარავდება, ხომ მათხოვებ შენს ლურჯ თვალებსო.
თამუნა:
- ანასტასიას სამივე დაიკო ანებივრებს. უყვებიან ზღაპრებს და დიდი მონდომებით ცდილობენ ასწავლონ სიმღერები და ლექსები.
ციცი ომანიძე