მიხეილი მეგობრებისგან ფეისბუქზე აგროვებს ბავშვისთვის საჭირო თანხებს მიხეილ გიორგანაშვილი მამა რამდენიმე დღის წინ გახდა. ფეისბუქზე, რა თქმა უნდა, არ წყდებოდა მილოცვები და კეთილი სურვილები. კრეატიულმა მამამ ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს აქტიურობისკენ მოუწოდა!
- ხშირად ხალხს ერიდება მოსვლა, ბაიას ნახვა, რადგან საჩუქრის ფული არ აქვთ (რა თქმა უნდა, არავისგან არაფერს ველით). ჰოდა, ონლაინ გადარიცხვა, თან მიზერული თანხის, რომელიც მოხმარდება ფაჩუჩების, პამპერსის და მსგავსი რაღაცების შეძენას, მეგობრებს შვებას აძლევს და რაღაც არარსებული ვალის გადახდის საშუალებას... შორიდან მარტივად ჩუქნიან ფაჩუჩებს. მეორე მიზეზი არის ის, რომ ოჯახს მშობიარობის შემდეგ მართლა სჭირდება ფინანსური დახმარება, თითქოს ვთქვათ 2 ლარი არაფერია გადამრიცხველისთვის, მაგრამ 50 მეგობრისგან 2 ლარი უკვე 100 ლარია და უმსუბუქებს ოჯახს პოსტსამშობიარო პერიოდს (რამდენიმე დღით). პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ შემრცხვენია - სხვადასხვა მიზეზის გამო რომ ვერ მიჩუქნია მეგობრისთვის თუნდაც ფაჩუჩი, ხოლო მსგავსი შანსი რომ მქონოდა, ბევრად სასიამოვნო და მარტივი იქნებოდა ოჯახის ფინანსურად დახმარება. ასე რომ, მივეცი მსურველებს შანსი ზედმეტად, დიდი ხარჯის გაუღებლად, ესიამოვნებინათ მეგობრისთვის. პატარა დავითი უკვე სახლშია, ბევრი საჩუქრით და საფენით - ჩარიცხვები გრძელდება.
სალომე გორგოშიძე