დღეში 3 წუთი ბავშვებისთვის: იაპონელი მამების აღზრდის წესები - მშობლები

დღეში 3 წუთი ბავშვებისთვის: იაპონელი მამების აღზრდის წესები

2018-12-13 18:01:18+04:00

ბევრი მამის საფიქრალი დღევანდელ დღეს ყველაზე გავრცელებული იაპონური ოჯახის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი - მომუშავე დედ-მამაა. მაგრამ ეს მოდელი თანდათან იცვლება. ახლოვდება იდეა - მოაზროვნე მამა, რომელსაც სურს თავისი შვილის გვერდით ყოფნა და იმის ყურება, თუ როგორ იზრდება ის.

გთავაზობთ ოტი ტოსიმასის წიგნიდან ნაწყვეტს "საუკეთესო მამა! როგორ დავრჩეთ ბავშვის გულში, როდესაც მუშაობ დღე და ღამე". ავტორი დარწმუნებულია: "დღეში 3 წუთიც კი გავლენას მოახდენს ბავშვზე. გარდა ამისა, თუ ეს მხოლოდ სამი წუთია და თუ ის სამი წუთი მთლიანად დაეთმობა მხოლოდ ბავშვს და ოჯახს, ეს დაეხმარება თავად მამას, რათა გამოიცვალოს".

"მინდა დიდხანს ვეთამაშო ბავშვს, მაგრამ სამსახური..."

"ისეთი არაჩვეულებრივი შვილი მყავს, მინდა მთელი დღე მასთან ერთად გავატარო, მაგრამ ჩემი სამსახური არ მაძლევს ამის საშუალებას!"

ამას ამბობს ჩემ გარშემო ყველა მამაკაცი. ისინი ოფისში ჩერდებიან არა საქმის სიყვარულის, არამედ ოჯახის რჩენის გამო. მიუხედავად ამისა, მაინც დამნაშავედ გრძნობენ თავს.

იაპონელ მამებს სურთ შვილებთან დროის გატარება მაშინვე, როცა კი გამოუჩნდებათ თავისუფალი დრო.

მამის ღიმილი - პირველი ნაბიჯი

სჯობს მამა თანდათან ჩაერთოს პროცესში და სიამოვნება მიიღოს ბავშვთან ურთიერთობაში. დასაწყისისათვის ეს საკმარისია.

ფიქრობთ, რომ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა შეუძლებელია?

მაგალითად, როდესაც სკაიპის შესაძლებლობების შესახებ შევიტყვეთ, მაშინვე წარმოვიდგინეთ, თუ რა მოხერხებული იქნებოდა თათბირის ჩატარება. რატომ არ შეიძლება ოჯახის ნახვა იქ, სადაც არ უნდა ვიყოთ?

იმის მაგივრად, რომ გავაუმჯობესოთ ისედაც უმაღლეს ზღვარზე დაბალანსირებული სამუშაო გრაფიკი, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, უფრო მეტი კონტაქტი გვქონოდა ოჯახთან?

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახური ურთიერთობებიდან სასიამოვნო მოგონებები დაგვრჩეს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახის ცხოვრებაში.

თუ მამა ადრე დაბრუნდა სამსახურიდან, მაგრამ მაინც ზის და რაღაცას კითხულობს სმარტფონში, ან თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს, ეს არ იქნება სასიამოვნო მოსაგონარი, რომელიც მამასთან გატარებულ დროს უკავშირდება. მაგრამ 3 წუთიც რომ დაუთმოს მამამ თავის ოჯახს, მეორე დღესაც ექნება ოჯახს სასიამოვნო მოსაგონარი. თითოეულ ჩვენგანს აქვს მეხსიერებაში ასეთი სასიამოვნო წუთები, რაც კარგად გვახსენდება. თუ ბავშვს ყოველ ჯერზე გაახსენდება მამასთან გატარებული სასიამოვნო წუთები, ეს დრო ნელ-ნელა გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ დავტოვოთ ძლიერი და ნათელი შთაბეჭდილებები, რომლის გახსენებაც ბავშვს მოუნდება ისევ და ისევ.

სამი წუთი წყვეტს ყველაფერს!

როგორ დავტოვოთ ძლიერი შთაბეჭდილება მაშინ, როდესაც დრო ასე ცოტაა? ამისათვის დროზე მნიშვნელოვანი უნარების ცოდნაა, რომელსაც სწორად გამოვიყენებთ.

როგორ შეიძლება ამ უნარების გამომუშავება?

თუ მაგალითისთვის გამოვიყენებთ საბრძოლო ხელოვნებას, როდესაც გამარჯვებული 60 წუთის განმავლობაში გამოვლინდება. ბოქსი, როდესაც თითოეული რაუნდი 3 წუთი გრძელდება, ბრძოლა კი 15 რაუნდი მიმდინარეობს. სამწუთიან რაუნდშიც კი შეიძლება გამარჯვების მოპოვება.

თუ სწორად გამოვიყენებთ სამ წუთს, შეიძლება დავანახოთ მეუღლეს და ბავშვს, რომ მაგარია, როდესაც მამიკო სახლშია...

მოუხმეთ ფანტაზიას დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი გამოგივათ.

altროგორ ზრდიან იაპონელი მშობლები დამჯერ ბავშვებს