ბევრი მამის საფიქრალი დღევანდელ დღეს ყველაზე გავრცელებული იაპონური ოჯახის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი - მომუშავე დედ-მამაა. მაგრამ ეს მოდელი თანდათან იცვლება. ახლოვდება იდეა - მოაზროვნე მამა, რომელსაც სურს თავისი შვილის გვერდით ყოფნა და იმის ყურება, თუ როგორ იზრდება ის.
გთავაზობთ ოტი ტოსიმასის წიგნიდან ნაწყვეტს "საუკეთესო მამა! როგორ დავრჩეთ ბავშვის გულში, როდესაც მუშაობ დღე და ღამე". ავტორი დარწმუნებულია: "დღეში 3 წუთიც კი გავლენას მოახდენს ბავშვზე. გარდა ამისა, თუ ეს მხოლოდ სამი წუთია და თუ ის სამი წუთი მთლიანად დაეთმობა მხოლოდ ბავშვს და ოჯახს, ეს დაეხმარება თავად მამას, რათა გამოიცვალოს".
ამას ამბობს ჩემ გარშემო ყველა მამაკაცი. ისინი ოფისში ჩერდებიან არა საქმის სიყვარულის, არამედ ოჯახის რჩენის გამო. მიუხედავად ამისა, მაინც დამნაშავედ გრძნობენ თავს.
იაპონელ მამებს სურთ შვილებთან დროის გატარება მაშინვე, როცა კი გამოუჩნდებათ თავისუფალი დრო.
იმის მაგივრად, რომ გავაუმჯობესოთ ისედაც უმაღლეს ზღვარზე დაბალანსირებული სამუშაო გრაფიკი, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, უფრო მეტი კონტაქტი გვქონოდა ოჯახთან?
მნიშვნელოვანია, რომ ოჯახური ურთიერთობებიდან სასიამოვნო მოგონებები დაგვრჩეს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახის ცხოვრებაში.
თუ მამა ადრე დაბრუნდა სამსახურიდან, მაგრამ მაინც ზის და რაღაცას კითხულობს სმარტფონში, ან თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს, ეს არ იქნება სასიამოვნო მოსაგონარი, რომელიც მამასთან გატარებულ დროს უკავშირდება. მაგრამ 3 წუთიც რომ დაუთმოს მამამ თავის ოჯახს, მეორე დღესაც ექნება ოჯახს სასიამოვნო მოსაგონარი. თითოეულ ჩვენგანს აქვს მეხსიერებაში ასეთი სასიამოვნო წუთები, რაც კარგად გვახსენდება. თუ ბავშვს ყოველ ჯერზე გაახსენდება მამასთან გატარებული სასიამოვნო წუთები, ეს დრო ნელ-ნელა გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ დავტოვოთ ძლიერი და ნათელი შთაბეჭდილებები, რომლის გახსენებაც ბავშვს მოუნდება ისევ და ისევ.
თუ სწორად გამოვიყენებთ სამ წუთს, შეიძლება დავანახოთ მეუღლეს და ბავშვს, რომ მაგარია, როდესაც მამიკო სახლშია...
მოუხმეთ ფანტაზიას დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი გამოგივათ.