როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი პარტნიორი კარგი მამა იქნება
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი პარტნიორი კარგი მამა იქნება
ყველასათვის კარგად ნაცნობია, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მამაკაცები იცვლებიან. ის შეიძლება იყოს ყურადღებიანი და მზრუნველი, მაგრამ სხვამ შეიძლება თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და საერთოდ გაიქცეს. როგორ გავიგოთ, ჩვენი საქმრო როგორი მამა იქნება?

1. აქვს თანადგომის უნარი და სურვილი

თუ გამოხატავს სურვილს, დაგეხმაროთ სხვადასხვა სიტუაციაში, თუნდაც, როდესაც ტვირთი გიჭირავთ ან ნებისმიერი სხვა სიტუაციაში ცდილობს, თქვენი ტვირთი შეამსუბუქოს და შეგეშველოთ, იმის იმედიც გქონდეთ, რომ ბავშვის საფენის გამოცვლაშიც დაგეხმარებათ და მის აღზრდაშიც.

2. ის ერგება გარემო პირობებს

რას მოიმოქმედებს, თუ თქვენ დაიკარგეთ ტყეში? დაჯდება ხის ძირში და დაელოდება მაშველებს? თუ გააკეთებს თავშესაფარს, დაანთებს კოცონს და დაიჭერს თევზს? მეორე ვარიანტის არსებობის შემთხვევაში რეალურად შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ ბავშვის დაძახილზე მაშინვე გაიქცევა მასთან და რთულ სიტუაციებში გამოსავალს მოძებნის - იქნება ოჯახის დამცველი მამა.

3. არ იღებს ყველაფერს სერიოზულად

არის შემთხვევები, როდესაც გიღუტუნებთ ან ცრემლებამდე გაცინებთ? ხშირად იცინით ერთად ანეკდოტებზე? თუ აქვს იუმორის გრძნობა, არის მხიარული, ბავშვთანაც გამონახავს საერთო ენას და აუცილებლად შეაყვარებს თავს.

4. ბევრი რამ იცის

თუ ის თავის დროზე უცვლის ზეთს მანქანას, აქვს კარგი რეაქცია და გადაგარჩენთ ავტობუსის დაჯახებისგან, არის მოწესრიგებული და ინტერესიანი, იცის ბევრი რამ სხვადასხვა სფეროში, უდაოდ იქნება მზრუნველი მამა.

5. მას ჰყავდა ან ჰყავს შინაური ცხოველი

თუ ის მზრუნველობას იჩენდა ან იჩენს ზაზუნას, ძაღლისა თუ კატის მიმართ, იყავით მშვიდად - ის ბავშვსაც მოუვლის და იქნება კეთილი.

6. სამართლიანია

თუ მოგივიდათ უსიამოვნება სამსახურში, მეგობართან, დედასთან და ის ზომიერად მიგახვედრებთ, რომ არ ხართ მართალი, დაუჯერეთ, ნუ გაბრაზდებით მასზე, ის გეხმარებათ, რომ გახდეთ უკეთესი. ასეთი ქცევა დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვზეც.

7. ის დამოუკიდებელია

თუ ის უპრობლემოდ გეგმავს მოგზაურობას, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ათჯერ შეუკრას ბავშვს ფეხსაცმლის თასმები. კარგ მამებს არ სჭირდებათ ბავშვის მოვლა დედების ზედამხედველობის ქვეშ.

8. არ არის აგრესიული და ფიცხი

ამ ფაქტორს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება - ბიჭი თუ უხეშია, აგრესიული, ეჭვიანი და ამას თქვენ მიმართ უკვე გამოხატავს, ის ქმარიც უხეში იქნება და მამაც. 

9. მას დიდი გული აქვს

ის არ არის იდეალური, მაგრამ ასეთები არ არსებობენ. სამაგიეროდ, სასიამოვნოდ გაოცებთ ყვავილების თაიგულით და სხვა მსუბუქი, მაგრამ გულით გაკეთებული სიურპრიზებით. ეს გაფიქრებინებთ, რომ ის ნამდვილად გახდება "წლის მამა".

10. მას სურს გახდეს კარგი მამა

მას უყვარს ბავშვები? და მაშინაც კი, თუ მას არ აქვს ბავშვის მოვლის გამოცდილება, მაგრამ ისწრაფვის ამისკენ, სიამოვნებით ადევნეთ თვალი, თუ როგორ მიაღწევს ამას!
ტეგები: მამა
1062
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```