ერთხელ ვის არ უოცნებია დიდ, მეგობრულ ოჯახზე. რა შესანიშნავია, როცა სახლში ბევრი ბავშვია, რომლებიც დარბიან, თამაშობენ და ხმაურობენ დილიდან საღამომდე. სადაც არ უნდა იყოთ, დარწმუნებულები ხართ, რომ სახლში უყვარხართ და გელოდებიან.
მაგრამ, ცოტა თუ დაფიქრდება ცხოვრების სირთულეზე. თუ თქვენ ოცნებობთ დიდ ოჯახზე, მაშინ აუცილებლად მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანს. ასეთია საიმონ ჰუპერი - 4 ქალიშვილის მამა. მან შექმნა ინსტაგრამგვერდი და ძალიან მალე გახდა ინტერნეტვარსკვლავი. ნახეთ, როგორ ცხოვრობს ის ჰიპერაქტიურ ოჯახში.
ტყუპების დაბადების პირველივე დღიდან, ოჯახში გადაწყვიტეს, სხვადასხვა ტანსაცმელი ჩაეცმიათ ბავშვებისთვის, რათა თითოეულ მათგანს ჰქონოდა ინდივიდუალურობა. თუმცა, ბავშვები ყოველ ჯერზე ჭირვეულობენ, როცა მათ სხვადასხვა ტანსაცმელსა და ნივთებს სთავაზობენ.
"მათი ერთმანეთისგან გარჩევა ისეთივე რთულია, როგორც პატარა ნემსში ძაფის გაყრა ან ჩაცმა სამზარეულოს ზეთიანი ხელთათმანებით. მაგრამ, თუ ძალიან კარგად დააკვირდებით, მათში არის ინდივიდუალურობაა... ისინი სახლს კივილით აფეთქებენ", - ამბობს მრავალშვილიანი მამა.
მიუხედავად იმისა, რომ პატარები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ისინი ცხოვრებისეულ სირთულეებს განსხვავებულად წყვეტენ.
აი რა ხდება მაშინ, როცა ისინი ბანაობენ.
მათი დასაძინებლად დაწვენა - ეს უბრალოდ ,,სიამოვნებაა".
ზოგჯერ ისინი იბუტებიან რაღაც მიზეზით ან უმიზეზოდ. აი, როგორც ახლა, ამ ფოტოზე.
როდესაც მამა ცდილობს მარტო ყოფნას, ბავშები მართავენ ისეთ სცენებს, როგორც დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ფილმებშია.
კარგია, რომ საიმონს ჰყავს უფროსი გოგონები, რომლებიც დროდადრო ყურადღებას აქცევენ პატარებს.
ოჯახზე ზრუნვა და სირთულეების უმეტესობა მაინც საიმონის მეუღლის მხრებზეა, რომელთანაც ის 10 წელზე მეტია ქორწინებაშია. ერთადერთი, რასაც მრავალშვილიანი მამა 10-წლიანი თანაცხოვრების იუბილეზე ითხოვს - შემდეგი ათი წელი ნუ გაზრდიან შვილების რაოდენობას.
მიუხედავად ამისა, საიმონი აღმერთებს თავის მეუღლესა და შვილებს და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს მათი ბედნიერებისათვის.
გახსნილობამ და იუმორმა, სიმსუბუქემ, რომლითაც ყველა დაბრკოლებას უყურებს, ის ინტერნეტვარსკვლავი გახადა და თითქმის მილიონი გამომწერი ჰყავს. საიმონი ნამდვილად სამაგალითო მამაა.