თუ გსურთ, ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს, მაქსიმალურად მოერიდეთ გამოსხივების მქონე ტექნიკასთან კონტაქტს ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ ორსული ქალისთვის კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა არც ისე სასურველია. თუმცა აღმოჩნდა, რომ კომპიუტერი ბევრად უფრო სახიფათოა იმ მამაკაცებისათვის, რომლებიც მომავალი მამები უნდა გახდნენ.
ამერიკელმა და რუსმა მეცნიერებმა ერთობლივი დაკვირვებების საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ კომპიუტერის აქტიური მომხმარებელი მამაკაცების სპერმატოზოიდებში ხდება მუტაცია - ამინომჟავა ციტოზინი გარდაიქმნება ქიმიური შემადგენლობით მსგავს ნივთიერება თიმონად, რომელიც გენეტიკური კოდის შეცვლას იწვევს. ამიტომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სპეციალისტები ურჩევენ, რომ სანამ ბავშვის ჩასახვას დაგეგმავენ, შეეცადონ, მინიმალური დრო გაატარონ კომპიუტერთან. გარდა ამისა, ყოველდღე მიიღონ 400 გრამი ფოლიუმის მჟავა.
სხვათა შორის, იგივე რეკომენდაციები არის ქალებისთვის, რომლებსაც ურჩევენ, არა მხოლოდ ორსულობის პროცესში, დაორსულებამდეც მოერიდონ კომპიუტერის ეკრანთან მეტისმეტად დიდი დროის გატარებას.
ასეთივე მდგომარეობაა პლანშეტებთან, მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით - თუ გსურთ, ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს, მაქსიმალურად მოერიდეთ გამოსხივების მქონე ტექნიკასთან კონტაქტს. ღამით მობილურ ტელეფონს ნუ დატოვებთ საძინებელში, დღისით კი ეცადეთ, ის მხოლოდ საჭიროების დროს გამოიყენოთ და გამუდმებით ჯიბეში არ გედოთ ან ხელში არ გეჭიროთ.