უფროსი მელაძე პირველ მეუღლეზე იანა მელაძეზე 19 წელი იყო დაქორწინებული. წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად 2013 წელს დაშორდა. მათ ერთად სამი შვილი ჰყავთ: 15 წლის ალისა, 10 წლის ლია და 9 წლის ვალერი (კონსტანტინის ორ შვილს მისი და-ძმის, ლიანასა და ვალერის სახელები ჰქვიათ). ნაბოლარა
51 წლის კომპოზიტორი ამჟამად მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან ერთად ცხოვრობს. კიევის ცენტრში მდებარე სახლში წყვილი ერთად ერთი წლის წინ დაბინავდა. მელაძის და უკრაინელი სექსსიმბოლოს რომანზე პირველად დაახლოებით რვა წლის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ ჯერ კიდევ ცოლიანი კონსტანტინი და გათხოვილი ვერა, ვალერი მელაძესა და ალბინა ჯანაბაევასთან ერთად იურმალას სანაპიროზე შეამჩნიეს.
იხილეთ ვიდეო