პროექტი "ჩემი გოგო" დათო ლიკლიკაძეს წარმოადგენს ქალიშვილთან ერთად:
"თითქმის 24 საათი მუშაობს, მაგრამ ისე არასდროს ხდება, რომ შვილისთვის დრო არ გამონახოს. ეველინი სულ რაღაც 1 წლისა და 5 თვის არის და უკვე მოახერხა მამიკო ერთ-ერთ ყველაზე კეთილ და გულჩვილ კაცად ექცია.
მართალია, დათო „მაგდანას ლურჯაზეც“ კი ყოველთვის ტიროდა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა.
დაოჯახებამდე და ბავშვის გაჩენამდე თუ სამსახურის შემდეგ ჯოკერს თამაშობდა და მეგობრებთან ერთად სვამდა, ახლა სახლისკენ მიიჩქარის ხოლმე, რომ პატარა ეველინს მიხედოს. როცა ბავშვი ჭამს, დათო ართობს, ეთამაშება, ყველაფერს აკეთებს, რომ ულუფა დაასრულოს. დაძინებამდე გვერდით მიუწვება ხოლმე, ამ დროს შვილის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებს. ვოკალური მონაცემები ხელს არ უწყობს, მაგრამ როგორც შეუძლია „იავნანას“ ისე უმღერის.
ალბათ, მამობა ყველა ასაკში მაგარია, მაგრამ 40 წლის გადაბიჯების შემდეგ სასწაული შეგრძება ყოფილაო. მეუღლესთან ერთად ცდილობს, შვილს არაფერი მოაკლოს, როლები განაწილებული აქვთ, სახლის საქმეებს თავს არ არიდებს: გვის კიდეც, ბავშვს აბანავებს, საჭმელს ცოლთან ერთად აკეთებს ხოლმე. ეველინს დათო უფრო ხშირად ასეირნებს, ვიდრე მეუღლე, ყოველი 100 გასეირნებიდან 90 მამიკოს ანგარიშზეა. ცოლს ყოველთვის უსმენს და მის აზრს ითვალისწინებს, ასე იყვნენ დათოს მშობლებიც.
ეველინისთვის სამოსსაც არჩევს ხოლმე. როცა საზღვაგრეთ არის, სათამაშოებსაც ყიდულობს, მაგრამ ნივთებში ტყვიის შემცველობამ შეაშფოთათ და პატარა ეეველინისთვის განკუთვნილი სათამაშოები გადამალეს.
დათო ფიქრობს, რომ გოგო ძალიან მაგარი შვილია. უნდა, ეველინი კარგი მოქალაქე გაიზარდოს. თავისი პატარა გოგოს კარგად ყოფნისთვის ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს.
ქუთაისი. დათო ლიკლიკაძე. 42 წლის
ფოტოგრაფი - დავით მირზაშვილი
პროექტის ასისტენტი/ჟურნალისტი - ლალი შენგელია
სქესს მნიშვნელობა არ აქვს
პროექტს "ჩემი გოგო" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს და მიმართულია გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ. მხარდამჭერები: ქუთაისის მერია, თბილისის მერია, "სორსფაბრიკი", "შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".