"შემიძლია მარიამს დამოუკიდებლად მოვუარო, ვაჭამო, გამოვუცვალო, გავართო... ღამეც ბევრჯერ ავმდგარვარ და მიმიხედავს..." - როგორი მამაა ლაშა ტალახაძე
"შემიძლია მარიამს დამოუკიდებლად მოვუარო, ვაჭამო, გამოვუცვალო, გავართო... ღამეც ბევრჯერ ავმდგარვარ და მიმიხედავს..." - როგორი მამაა ლაშა ტალახაძე
"მსოფლიოს ჩემპიონატზე 27 სექტემბერს ვიასპარეზე. ეს დღე ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი თარიღია და უფლება არ მქონდა, ასეთი შედეგი არ დამედო. ეს გამარჯვება აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას მივუძღვენი", - ამბობს პლანეტის უძლიერესი მამაკაცი ლაშა ტალახაძე. მან გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაგვახარა და ტაილანდში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიდან 3 ოქროს მედლით დაგვიბრუნდა.
ლაშას ინტერვიუს ჩასაწერად შინ ვეწვიე და მისი 7 თვის გოგონა, მარიამიც გავიცანი. ამ ადამიანთან ყოველი შეხვედრის შემდეგ, ვრწმუნდები, რომ თავმდაბლობითა და ზრდილობით გამორჩეული
ეს ბიჭი ადამიანობაშიც ჩემპიონია.


- 27 სექტემბერი ყველა ქართველისთვის დიდი ტკივილია. ძალიან მინდოდა, ეს შეჯიბრება განსაკუთრებული ყოფილიყო, რათა გმირებისთვის საკადრისი პატივი მიმეგო.

- როცა საასპარეზოდ გახვედი, დარბაზში ქართულად გაისმა შეძახილი: "გაიხსენე ყველაფერი, ვალდებული ხარ, დადე!"

- ამ სიტყვებში ყველაფერი იყო ჩაქსოვილი. იქ ბევრი ფიქრის დრო არც არის, ყველაფერი 20 წამში ხდება. მიდიხარ, წონას სძლევ და ფიცარნაგიდან ჩამოდიხარ. შეძახილები და გამამხნევებელი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, სტიმულს და ძალას მმატებს. გიორგი ასანიძე არა მხოლოდ კარგი მწვრთნელი, ამავდროულად კარგი ფსიქოლოგიც არის. ასპარეზობისას ფსიქოლოგია დიდ როლს თამაშობს.

- როგორი მამა ხარ?

- შვილთან საურთიერთოდ ცოტა დრო მაქვს, თორემ ცუდი მამა არ ვარ. ჩემს მეუღლეს და ბავშვს უმეტესად მარტო უწევთ ყოფნა.
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლის სახით, მხარში მიდგას ადამიანი, რომელიც ხელს მაქსიმალურად მიწყობს. როცა სახლში ვარ, შემიძლია მარიამს დამოუკიდებლად მოვუარო, ვაჭამო, გამოვუცვალო, გავართო... ღამეც ბევრჯერ ავმდგარვარ და მიმიხედავს.

- მარიამის და შენი პირველი შეხვედრა გაიხსენე. შეგიძლია ის ემოცია სიტყვებით გადმოსცე?

- მშობიარობას არ დავსწრებივარ, მაგრამ იქვე, ძალიან ახლოს ვიყავი. მარიამი ექიმის შემდეგ ხელში პირველად მე ავიყვანე, შეუხედავი ბავშვი მეჩვენა (იცინის). საოცარი წუთები იყო, ამაღელვებელიც, ჩემს სიხარულს და მდგომარეობას ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი. ჩვენს პირველ შეხვედრას თან ძალიან ძლიერი ემოცია ახლდა. 3 დღის დაბადებული დავტოვე და შეკრებაზე წავედი. საქართველოში რომ დავბრუნდი, 1 თვის იყო. უკვე შეცვლილი, გაზრდილი, გალამაზებული გოგო დამხვდა.

- ეს განშორება რთული იქნებოდა.

- ძალიან, მაგრამ ასე იყო საჭირო. მარიამის ახალ ფოტოებს ყოველდღე ვნახულობდი, სულ მონატრება მქონდა.

- სახელი თავად შეურჩიე?

- მამა იოანემ (ოლარი) გაიგო გოგოს რომ ველოდებოდი. ჰკითხეს, რა უნდა დაარქვასო? დაფიქრდა და მარიამი უნდა დაარქვასო. განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ლაშა ტალახაძის საოჯახო ალბომი
144
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?