”ხშირად უთხარით ცოლს, რომ ლამაზია, რომ სუპერგმირია” - ქართველი მამის მიმართვა კაცებს - ქალებო, აუცილებლად წააკითხეთ ქმრებს
”ხშირად უთხარით ცოლს, რომ ლამაზია, რომ სუპერგმირია” - ქართველი მამის მიმართვა კაცებს - ქალებო, აუცილებლად წააკითხეთ ქმრებს
33 წლის მამა, ვაკო ქვაჩახია, რომელსაც ექვსი წლის შვილი ჰყავს, ”ფეისბუქზე” იმის შესახებ წერს, თუ როგორ უნდა გაინაწილოს მამამ დედასთან ერთად მშობლის პასუხისმგებლობები და ასევე, როგორმე როგორ ”დააკომპენსიროს” ის ცხრა თვე, როცა დედა ბავშვს მუცლით ატარებს. ვაკო იმედოვნებს, რომ ეს სტატუსი სხვა მამებს გამოადგებათ.

"33 წლის ასაკში 6 წლის საოცარი ბავშვის მამა ვარ, რაც მეტ წილად ჩემი ყოფილ ცოლის (სუპერ დედის) დამსახურებაა. დროში მოგზაურობა, რომ შემეძლოს 6 წლით უკან
დავბრუნდებოდი და ამას ვურჩევდი საკუთარ თავს.

1. ბავშვი 9 თვე მუცლით დედამ ატარა და თუ გინდა ეს ამბავი რამენაირად დააკომპენსირო კენგურუთი, ან ხელით შენ უნდა ასეირნო. ეს შენს პარტნიორს მარტო ძალების აღდგენაში კი არ დაეხმარება, შენ შვილთანაც უფრო მალე დაგაახლოვებს.

2. თავიდან პატარა რამდენიმე საათში ერთხელ ჭამს ( ღამის საათებშიც ) და თუ გინდა, რომ თანაბრად გადაანაწილოთ პასუხისმგებლობები, პამპერსების გამოცვლა შენს თავზე უნდა აიღო. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ მალე დაამუღამებ და მალე გამოცვლის რეკორდებსაც მოხსნი.

3. ცოლს ყოველ დილით უკოფეინო ყავა და საუზმე მოუმზადე. მართალია მთელი ღამის უძილომ შეიძლება საერთოდ არ დალიოს და ძილი გააგრძელოს, მაგრამ მინიმუმ, დღის პოზიტიურ დაწყებაში დაეხმარები.

4. ხშირად უთხარი,
რომ ლამაზია. უთხარი, რომ სუპერ გმირია იმიტომ, რომ მართლა ასეა. წარმოიდგინე მთელი თავისი ძალა ბავშვს გადასცა, რომელიც შენი ცხოვრების საუკეთესო საჩუქარია. ეცადე, რთულ მომენტებში პოზიტიურ განწყობაზე დააყენო.

5. მოითმინე როგორი უსამართლოც არ უნდა მოგეჩვენოს. პოსტ მშობიარობის პერიოდს თავისი გართულებები აქვს. ზუსტად არც ახლა ვიცი რა პროცესები ხდება ამ დროს რას მერჩოდა ასე, მაგრამ რაც არ უნდა გითხრას, მოითმინე! მომავალში მადლობას გადამიხდი.

ამ სტატუსის ინსპირაცია სხვა მამის რჩევა იყო და იმედი მაქვს ეს სტატუსი ვინმეს გამოადგება”, - წერს ვაკო.

7587
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
1
2
ეს სტატია ნათარგმნის და გმირებიც მოგონილნი არიან, იგივე წავიკითხე გუშინ რუსულ საიტზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკა პროფესია კი არა ლაზღანდარაობაა და არაფერში არ არის საჭირო აბსოლუტურად.
17:54 / 05-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?