ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება რადიკალურად იცვლება პირველი შვილის დაბადებისთანავე. არც ის არის დასამალი, რომ ბავშვების დაბადების შემდგომ დედები ხანდახან დეპრესიაშიც ვარდებიან და დაძაბულობისა და გადაღლის გამო საქმე განქორწინებამდეც მიდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორის ადგილას დააყენოთ თავი.
29 წლის ტედ ჰონდერი 3 ბიჭის ბედნიერი მამაა. მას და მის მეუღლეს - ჟანა ფრანჩესკას არც ისე კარგად ჰქონდათ აწყობილი ურთიერთობა. ტედმა აღიარა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მოვლენები გადააფასა. ახლა მას სურს მადლობა გადაუხადოს საყვარელ მეუღლეს მოთმინებისა და გაგებისათვის, ასევე რჩევებს აძლევს ახალბედა მამებს.
"29 წლის ვარ და მე და ფრანჩესკა ვზრდით 3 არაჩვეულებრივ ბიჭუნას. მინდა რჩევა მივცე 24 წლის ასაკში მყოფ დაუქორწინებელ "მე"-ს: როგორ უნდა შეუწყოთ ხელი თქვენს პარტნიორს და გახდეთ ღირსეული მშობელი.
1. საყვარელი მეუღლე მუცლით ატარებდა ბავშვს მთელი 9 თვე. ასე რომ, ახლა თქვენი ჯერია გეწვინოთ მუცელზე თავისუფალ დროს. ასე დაეხმარებით მეუღლეს დაკარგული ძალების აღდგენაში.
2. შენ უნდა იცოდე, რომ თუ შენი მეუღლე აჭმევს ძუძუს, მას ყოველთვის ესაჭიროება დასვენება, რათა რძის რაოდენობა საკმარისი ჰქონდეს. ამიტომ, პირველივე დღიდან დაეხმარე და გამოუცვალე ბავშვს საფენები, დააძინე და აიყვანე ხელში. სამაგიეროდ, როდესაც შენი ცოლის დაქალი თავის ქმარზე საყვედურების თქმას დაიწყებს, შენ იბრწყინებ ბედნიერებისგან.
3. დილაობით საწოლში მიუტანე ყავა.
4. არ დაგავიწყდეს მისთვის კომპლიმენტების თქმა განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს არაკომფორტულად გრძნობს. შეახსენე თავისი გმირობის შესახებ. მან 20 კილოგრამი მოიმატა იმისთვის, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა ყველაზე ძვირფასისთვის - თქვენი შვილისთვის. ამიტომ, ვალდებული ხარ დაეხმარო, ხელი შეუწყო და უთხრა, რომ ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი ცოლი გყავს.
5. აიღე დარტყმა საკუთარ თავზე. გახსოვდეს, რომ ჰორმონები მოქმედებს მის ხასიათზე ორსულობის და მშობიარობის შემდეგაც. მას მალე დაულაგდება ყველაფერი და ისევ ისეთი იქნება, როგორიც ორსულობამდე. მადლობელი იქნება რთულ პერიოდში შენი თანადგომისათვის. მადლობას გეტყვის იმისთვის, რომ მისი პრობლემები შენს პრობლემებად აქციე.
ფრანჩესკა ამაყობს თავისი მეუღლით. ის დარწმუნებულია, რომ "ყველა მყარი ქორწინების უკან დგას წყვილი, რომელიც გამუდმებით დებს ინვესტიციას ურთიერთობაში". სწორედ ამით მყარდება მათი ოჯახი.