"სამწუხაროდ, ცოტა გვიან, მაგრამ გავიაზრე, რომ ბავშვებს არ უნდა აჩუქო ძვირად ღირებული სათამაშოები"
"სამწუხაროდ, ცოტა გვიან, მაგრამ გავიაზრე, რომ ბავშვებს არ უნდა აჩუქო ძვირად ღირებული სათამაშოები"
ფეისბუქგვერდი "კაცები ზრუნავენ" მარკეტერისა და ტელეწამყვანის ვაკო ქვაჩახიას ემოციურ პოსტს აქვეყნებ, სადაც ის, როგორც ახალგაზრდა მამა, გამოცდილებას უზიარებს მკითხველს.
"მოდი დავიწყოთ ბოდიშით, რადგან, ვერ ვიქნები ორიგინალური და დიდად ჭკვიანურ ამბების მოყოლაც არ შემიძლია, არ ვარ მე ის კაცი. მაქსიმუმ, ჩემი ექვსწლიანი სტაჟის მქონდე მამის გამოცდილება გაგიზიაროთ.

სამწუხაროდ, ცოტა გვიან, მაგრამ გავიაზრე, რომ ბავშვებს არ უნდა აჩუქო ძვირად ღირებული სათამაშოები. როგორც წესი, ამას საკუთარი თავისთვის უფრო აკეთებ... ამით, ალბათ, ცდილობ ის დრო
დააკომპენსირო, რომელსაც შვილთან ერთად ვერ ატარებ. ზოგჯერ, შეიძლება სხვებსაც გინდა დაუმტკიცო, რომ კარგი მამა ხარ.

არადა ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება შენს შვილს აჩუქო, ოჯახთან ერთად გატარებული დროა. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა ჩაგივარდება, გათიშე ინტერნეტი, შენ შვილთან ერთად დაგეგმე და მოუწყე დედას ზღაპრული დღეები. ეს იქნება ყველაზე კარგი თამაშიც, საჩუქარიც და ცხოვრებისეული გამოცდილებაც, რომელიც ყველაზე კარგად დაამახსოვრდება და გამოადგება მომავალში," - წერს ვაკო ქვაჩახია.
950
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?