
- მყავს ორი შვილი, უფროსი ლეონი სამი წლისა, მელინა კი 2 წლის. ლეონი სულ მელოს ეძახის და ცდილობს ყველგან ასე წარადგინოს - "მელო". ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მამაა, მოსიყვარულე ყურადღებიანი, კრეატიული და არტისტულიც. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მაინც ნახულობს შვილებთან თამაშის, გართობისა და გასეირნების დროს.

- ელოდით, რომ ვიდეოს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?
- არ ველოდით მსგავს გამოხმაურებას და არც ატვირთვას ვაპირებდით. ხშირად ვიღებთ მსგავს ვიდეოებს თამაშის დროს, მაგრამ სოციალურ ქსელში არ ვათავსებთ. ეს ვიდეო ჩემს დედამთილს გადავუგზავნეთ იტალიაში და მან საკუთარ გვერდზე ატვირთა. შემდეგ კი მისი გვერდიდან გააზიარა ბევრმა ადამიანმა და უამრავი დადებითი კომენტარი წამოვიდა.
- რამდენად ხშირად გაქვთ მსგავსი აქტივობები სახლში?
- მთელი დღე ჩემი შვილები მსგავსი თამაშებით არიან გართულნი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გადააქვთ თავიანთ ბავშვურ სამყაროში. მაგალითად, კონკრეტული ვიდეოს შემთხვევაში, პედიატრთან რომ დავდივართ ხოლმე, აკვირდებიან ყველაფერს, როგორ გასინჯა ექიმმა, რა ჰკითხა და შემდეგ ანალოგიურად თამაშობენ. მგონია, რომ მსგავსი აქტივობები ძალიანთამარ იაკობაშვილი