მამა აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს შვილის აღზრდაში - მას უდიდესი როლი ენიჭება
მამა აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს შვილის აღზრდაში - მას უდიდესი როლი ენიჭება
მამის მიერ ბავშვის აღზრდა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დედის მიერ. საერთოდ, მშობლების როლების შედარება არასწორია, რამდენადაც მათ ერთი და იგივე მნიშვნელობა და მოვალეობები აქვთ. ყველა დიდი - ბავშვობიდან მოდის. ბავშვი იზრდება. აღზრდის დასწავლილი მოდელები კი გაჰყვება და უდიდეს როლს შეასრულებს მათ ცხოვრებაში.

დედა - არის სითბო, ზრუნვა, სინაზე და სიყვარული. მამა - არის დაცვა, ძალა, თავდაჯერებულობა, სტაბილურობა. ბავშვის აღზრდაში მამის როლი ძალიან დიდია,

როდესაც საუბარია ძალაზე, ვგულისხმობთ სიბრძნეს, პასუხისმგებლობას, მნიშვნელოვან მომენტებში გადაწყვეტილების მიღების უნარს.

მამის როლი დამოუკიდებლად სქესისა - მნიშვნელოვანია, მაგრამ
სხვადასხვაა. ვისაუბროთ გოგონებზე.

გოგონა მომავალი ქალია, დედა - წარმატებული კარიერისტი ან მყუდრო სახლის დიასახლისი. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამოირჩევს, მაგრამ მამის სიყვარული ბევრ რამეს განსაზღვრავს მომავალში.

მამა - პირველი მამაკაცი და მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ის. ნეგატიური პარტნიორის არსებობის შემთხვევაშიც, ქალები ეძებენ მამის მსგავს პარტნიორებს. თუ მამას უყვარს გოგო ძლიერად და ისეთი, როგორიც არის, მაშინ მასაც ეყვარება თავისი თავი, გარშემო მყოფი სამყარო, მამრობითი სქესი. გაიზრდება საკუთარ ძალებში თავდაჯერებული. მაშინაც კი, როცა დედა ობიექტურად ძლიერია მამაზე, საჭიროა ჩამოაყალიბო მისი დადებითი სურათი. დედის "უფროსობას" ბიჭები რთულად იტანენ, თუმცა გოგონებზეც ნეგატიურად მოქმედებს.

მამა -
მთავარი ადამიანია, ვისგანაც ბიჭი მაგალითს იღებს. ხასიათი, ქცევის მანერები, ცხოვრების წესი, ჩვევები - ბავშვის მომავალი ცხოვრების მოდელირებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მამამ გააკონტროლოს ქცევები, იყოს გულახდილი, მეგობრული, სამართლიანი, შეასრულოს დანაპირები.

მამასთან ყველაფრის კეთება სახალისო და საინტერესოა, განსაკუთრებით, თუ ეს სპორტი და მოძრავი თამაშებია. სპორტი ავითარებს, აუმჯობესებს ფიზიკურ მდგომარეობას.

მამის გარეშე:
გოგო ან ბიჭი თვალს ადევნებენ მშობლების ქცევას, მათ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და დაისწავლიან ამ მოდელებს. მათ წარმოსახვაში ფორმირდება ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა. ეს პროცესი გრძელვადიანი და რთულია. თუ ოჯახში არ არის მამა, ეცადეთ ბავშვი გაზარდოთ სწორად.

ბიჭს დააკისრეთ მეტი პასუხისმგებლობა და არ გადაწყვიტოთ მისი პრობლემები თქვენ. გოგონას აჩვენეთ ურთიერთობის პოზიტიური მაგალითები. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან, აჩუქეთ სიყვარული და სითბო.
847
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი