მამებსა და გოგონებს შორის ძალიან ძლიერი კავშირია, რაც მთელი ცხოვრება გრძელდება. კვლევამ აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებსაც მოსიყვარულე მამა ჰყავთ, ემოციურად ბევრად უფრო გაწონასწორებულები, სოციალურად აქტიურები და თავდაჯერებულები არიან. მამები ძალიან ხშირად განსაზღვრავენ საკუთარი გოგონების მომავალს, ამიტომ აღზრდისას ნებიმიერი ნაბიჯი კარგად უნდა გაიაზრონ...
ცოლისა და ქმრის ურთიერთობა საუკეთესო მაგალითია მათი ქალიშვილისთვის, თუ როგორ დამოკიდებულებას უნდა ელოდოს მომავალი პარტნიორისგან. მამაკაცს მეუღლესთან ურთიერთობისას სულ უნდა ახსოვდეს, რომ ცოლს მოქეცეს ისე, როგორც სურს, რომ მის ქალიშვილს მოექცნენ. არ უნდა ეშინოდეს საკუთარი გრძნობების გამოხატვის და უნდა აუხსნას გოგონას, რომ არასდროს დასთანხმდეს იმაზე ნაკლებს, ვიდრე იმსახურებს.
გულის სიღრმეში ყველა ქალი - მამის პატარა გოგონაა, ამიტომ, მამას არასდროს უნდა შერცხვეს იმის გამოხატვის, რომ გოგონა მისთვის მთელი სამყაროა. გოგონებს ყოველთვის სჭირდებათ მამის სიყვარული იმისათვის, რომ თვითშეფასება მოემატოთ და გააცნობიერონ, რომ ისინი სიყვარულს იმსახურებენ. მამის შეცვლა არავის შეუძლია, ამიტომ მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ცხოვრების ყველა მომენტი, რომ საკუთარ შვილებს სიყვარული აგრძნობინონ.
გოგონებს ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ. სოციალური ქსელი, თანატოლებთან და გარემოსთან ურთიერთობა მათ თვითშეფასებაზე მნიშვნელოვან როლს ახდენს. ამიტომ, მამამ აუცილებლად უნდა შთააგონოს საკუთარ ქალიშვილს, რომ სულიერადაც და ფიზიკურადაც ლამაზია. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ვერავინ მოახერხოს გოგონების ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევა.
რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ქალი, მას ყოველთვის სჭირდება უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა მამისგან. რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა და მამა ყოველთვის ვერ მოახერხებს მის დაცვას, მაგრამ, გახსოვდეთ, ყველაზე რთულ მომენტშიც კი, მათ სულ აქვთ დახმარების იმედი.
ასაკის მიუხედავად, გოგონებს ძალიან უნდათ, რომ უსმენდნენ და მათი ესმოდეთ. რაც არ უნდა უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს, მამებმა არ უნდა უგულებელყონ შვილების პრობლემები. თუ შვილმა გულგრილობაში გამოგიჭირათ, ეს შემდეგში ნდობის პრობლემას შექმნის.
მამის ყურადღებას ვერც ერთი გაჯეტი ვერ ჩაანაცვლებს. ერთად ნაყინის ჭამა, საოჯახო გასეირნებები არდადეგების დროს ან სამაგიდო თამაშები - ფულისა და დროის უბრალოდ ხარჯვა არ არის. ეს საუკეთესო მეთოდია ემოციური კავშირის დასამყარებლად. მამებმა უნდა აჩვენონ შვილებს, რომ პატარა წვრილმანიც კი შეიძლება ბედნიერების მომტანად გადააქციონ.
მამამ აუცილებლად უნდა გამონახოს შვილთან ურთიერთობისა და მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის დრო. ერთობლივი საუბარი და აზრების გაზიარება ჩვევად გადაიქცევა და უფრო დააახლოვებს ერთმანეთთან.
ყველა გოგონა ფიქრობს, რომ მამამისი - იდეალური მამაკაცია. როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ ან სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულება უყალიბდებათ, მამის ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს. ეს არის მახასიათებლები, რომლებსაც მომავალ მეუღლეში ეძებენ. ამიტომ, მამებმა ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რაც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ.
მამებს სურთ, რომ გოგონები ყველა მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვან, მათ შორის - ბიჭებისგან. ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ მათი შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან ურთიერთობებისთვის ან კიდევ კონკრეტული ბიჭი მას არ იმსახურებს. მამას უნდა ახსოვდეს, რომ ერთ დღეს მათ გოგონასაც შეუყვარდება და საკუთარ ოჯახს შექმნის. ბევრ შეცდომას დაუშვებს, მაგრამ საბოლოოდ დამოუკიდებელი ქალი გახდება... და მაინც, ყოველთვის უნდა ჰქონდეს მამის მხარდაჭერის იმედი.