გურამ შეროზია ბიჭის მამობაზე - "25 ათას პაწაწინა და უცოდველ გოგონას დაბადების უფლება წაართვეს აბორტით, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონები იყვნენ..."
გურამ შეროზია ბიჭის მამობაზე - "25 ათას პაწაწინა და უცოდველ გოგონას დაბადების უფლება წაართვეს აბორტით, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონები იყვნენ..."
გურამ შეროზია, რომელიც პატარა ელენას მამაა პოსტს, ბიჭის მამობაზე აქვეყნებს და იმ „სამძიმრებს“ იხსნებეს, რომელსაც გოგოს მოლოდინის გამო იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში გოგოს ისევე „უყვართ“, ვიდრე ბიჭი, ბოლოს მაინც აღმოჩნდება, ხოლმე რომ ბიჭის მამობა სულ სხვაა.

"ბიჭის მამობა სულ სხვაა-ს" შემქმნელებისგან...
ალბათ, ბოლო პერიოდში ზედმეტად სწორად "დავაწმინდავე" გარემოცვა და ამიტომაც მიკვირდა საოცრად, როცა ელენას მოლოდინზე პოსტი დავდე და მომივიდა უამრავი სამძიმარი:
- უიჰ, გოგოა?
- არა უშავს, შემდეგი იქნება ბიჭი
- ნუ, გოგოც არაა ცუდი
მე იმას ვერ
ვხვდები, "*ლე" სალანძღავი სიტყვა რატომ არის ამ ქვეყანაში, სადაც ოჯახების დიდი ნაწილის ნომერ 1-ლი ოცნება აღნიშნული ორგანოა, აბა სხვა განსხვავებას მე ვერ ვხედავ გოგო და ბიჭ შვილებში.
"იმ ოჯახზე," დავიჯერებ, რომ 3 ბიჭი შვილის შემდეგ გოგო რომ დაბადებულიყო - ასევე გაბედნიერდებოდნენ და უბრალოდ გადმოცემის ფორმა დაემთხვა არც ისე ლამაზად, მსმენია, როგორ უყვართ ის სამი გოგოც და სექსიზმის დაჯერება არ მინდა...
და, აქვე შეგახსენებთ: საქართველო - ეს ის მორწმუნე ქცეყანაა, სადაც დაახლოებით 25 ათას პაწაწინა და უცოდველ გოგონას დაბადების უფლება წაართვეს აბორტით, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონები იყვნენ. მადლობა ყურადღებისთვის.“
თეკლა ჟვანია
3943
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
. . . . .
0
იმას მაინც პატივცემულო გურამ, რომ ასეთიპოსტებით შენ ძაან ახლო გარემოცვას და ნათესავებს აყენებ შეურაცხყოფას, რატო იცი? რასაც შენ წერ ახლობლის და ნათესავის გარდა არავინ დაგისვამს და მოდი დაფიქრდი სანამ რამეს დაწერ :( :)
22:57 / 04-07-2020
დედა, ბებია
1
არ ვიცი, სად, რომელ ქვეყანაში ხდება ეს. მეც და ჩემი გარშემომყოფნიც კი ბედნიერები ვართ გოგონების დედობითა და ბებიობით. ჯერ არ მსმენია, რომ აბორტი ვინმეს შერჩევითი სქესის გამო გაეკეთებინა. აბორტს სხვა მიზეზები აქვს (და არა სქესი).
09:36 / 30-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი