გურამ შეროზია ბიჭის მამობაზე - "25 ათას პაწაწინა და უცოდველ გოგონას დაბადების უფლება წაართვეს აბორტით, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონები იყვნენ..."
გურამ შეროზია ბიჭის მამობაზე - "25 ათას პაწაწინა და უცოდველ გოგონას დაბადების უფლება წაართვეს აბორტით, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონები იყვნენ..."
გურამ შეროზია, რომელიც პატარა ელენას მამაა პოსტს, ბიჭის მამობაზე აქვეყნებს და იმ „სამძიმრებს“ იხსნებეს, რომელსაც გოგოს მოლოდინის გამო იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში გოგოს ისევე „უყვართ“, ვიდრე ბიჭი, ბოლოს მაინც აღმოჩნდება, ხოლმე რომ ბიჭის მამობა სულ სხვაა.

"ბიჭის მამობა სულ სხვაა-ს" შემქმნელებისგან...
ალბათ, ბოლო პერიოდში ზედმეტად სწორად "დავაწმინდავე" გარემოცვა და ამიტომაც მიკვირდა საოცრად, როცა ელენას მოლოდინზე პოსტი დავდე და მომივიდა უამრავი სამძიმარი:
- უიჰ, გოგოა?
- არა უშავს, შემდეგი იქნება ბიჭი
- ნუ, გოგოც არაა ცუდი
მე იმას ვერ
ვხვდები, "*ლე" სალანძღავი სიტყვა რატომ არის ამ ქვეყანაში, სადაც ოჯახების დიდი ნაწილის ნომერ 1-ლი ოცნება აღნიშნული ორგანოა, აბა სხვა განსხვავებას მე ვერ ვხედავ გოგო და ბიჭ შვილებში.
"იმ ოჯახზე," დავიჯერებ, რომ 3 ბიჭი შვილის შემდეგ გოგო რომ დაბადებულიყო - ასევე გაბედნიერდებოდნენ და უბრალოდ გადმოცემის ფორმა დაემთხვა არც ისე ლამაზად, მსმენია, როგორ უყვართ ის სამი გოგოც და სექსიზმის დაჯერება არ მინდა...
და, აქვე შეგახსენებთ: საქართველო - ეს ის მორწმუნე ქცეყანაა, სადაც დაახლოებით 25 ათას პაწაწინა და უცოდველ გოგონას დაბადების უფლება წაართვეს აბორტით, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონები იყვნენ. მადლობა ყურადღებისთვის.“
თეკლა ჟვანია
4245
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
დედა, ბებია-ს
0
საქართველო მარტო თქვენი სანაცნობო არ არის!!! და ის ფაქტი, რომ არაფერი გსმენიათ შერჩევით აბორტებზე, იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები არ ხდება... ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის დასტურია, რომ ან საინფორმაციო ვაკუუმში ხართ ან უბრალოდ არ გინდათ სიმართლის აღიარება! P.S. გურამს 100%-ით ვეთანხმები!
22:45 / 10-09-2020
ეჰ
3
ეს ბიჭი ერთი დაკომპლექსებული არსებაა, რომელიც ცდილობს რომ ვითომ თანამედროვე გამოჩნდეს, რეალურად კი დარწმუნებული ვარ იმ ქართული ტრადიციების ჩუმი მიმდევარია რასაც ასე ხმამაღლა აქილიკებს, ისე მაინტერესებს ეს შიშველი ფოტოები რომ აქვს საკუთარ გვერდზე განთავსებული არ აქვს სირცხვილის გრძნობა? მისი სტუდენტი ლექციაზე რომ შევა რატომ უნდა იფიქროს ეს კაცი ტიტლიკანა მყავს ნანახიო!
10:58 / 21-08-2020
ვოოტ
2
მკაცრად ნუ განვსჯით, ეს ბიჭი ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე ცხოვრობს და აქ გავლითაა....
17:39 / 15-08-2020
. . . . .
2
იმას მაინც პატივცემულო გურამ, რომ ასეთიპოსტებით შენ ძაან ახლო გარემოცვას და ნათესავებს აყენებ შეურაცხყოფას, რატო იცი? რასაც შენ წერ ახლობლის და ნათესავის გარდა არავინ დაგისვამს და მოდი დაფიქრდი სანამ რამეს დაწერ :( :)
22:57 / 04-07-2020
დედა, ბებია
5
არ ვიცი, სად, რომელ ქვეყანაში ხდება ეს. მეც და ჩემი გარშემომყოფნიც კი ბედნიერები ვართ გოგონების დედობითა და ბებიობით. ჯერ არ მსმენია, რომ აბორტი ვინმეს შერჩევითი სქესის გამო გაეკეთებინა. აბორტს სხვა მიზეზები აქვს (და არა სქესი).
09:36 / 30-06-2020
მსგავსი სიახლეები